ფეხბურთი

0:15 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია პრემიერლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში!

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 2018 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩვენებურის გარჯა Championat-მა გამოარჩია.

ნიშანდობლივია, რომ კვირკველია პრემიერლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მოხვდა და ეს პატივი 2017 წელსაც ერგო.

„სოლომონ კვირკველიამ მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ წელი ორი ჩემპიონატის ნაწილისგან შედგება. „ლოკომოტივის“ საჩემპიონო სეზონი კვირკველიას კარიერაში საუკეთესო იყო. ჩორლუკას ტრავმის გამო ქართველო გუნდის დაცვის ხაზის ლიდერად ჩამოყალიბდა და „ლოკომოტივმაც“ ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა ტურნირზე. გასულ სეზონში მოსკოველების კართან ძალიან ცოტა სახიფათო მომენტი იქმნებოდა და ნახევარზე მეტ მატჩებში კარი მშრალად შეინახა. იური სიომინის გუნდს დიდი დახმარება გაუწია კვირკველიას თამაშმა, რომელიც თამაშს კარგად კითხულობდა და თავისუფალ სივრცეებს დროულად ავსებდა“, - წერს გამოცემა.

ქართველმა მცველმა რუსეთის პრემიერლიგაში 2018 წელს 26 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ამასთან, რუსეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112549