სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:46 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

Boxing Day: „ლივერპული“ კონკურენტებს ექვსი ქულით დაშორდა, „სიტის“ „ტოტენჰემმაც“ გადაუსწრო
კლოპის მე-100 ლივერპულური გამარჯვება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პრემიერლიგის პირველი წრის ბოლო ტური ერთობ საინტერესო და უხვგოლიანი აღმოჩნდა. მთავარი მოულოდნელობა ის იყო, რომ „სიტიმ“ ზედიზედ მეორედ წააგო და პირველი კი არა, მეორე ადგილიც დაკარგა და ჩინებულად მოთამაშე „ტოტენჰემს“ გადააბარა. ლიდერ „ლივერპულს“ კი შვიდი ქულით ჩამორჩა.

არცერთ გუნდს შეუნარჩუნებია პრემიერლიგის ჩემპიონობა 2009 წლის შემდეგ და ეტყობა „სიტიც“ მათ რიცხვს შეუერთდება. სტუმრები ბერნარდუ სილვას ადრეული გოლით იგებდნენ, მაგრამ ოლბრაიტონმა და რიკარდუ პერეირამ გამარჯვება „მელიებს“ მოუტანეს.

“მთავარია, გავითავისოთ შექმნილი სიტუაცია. უფრო გულმოდგინედ ვიმუშაოთ და თავდაჯერება დავიბრუნოთ. სეზონის დამთავრებამდე ჯერ შორია და ჩვენ ყველა ტიტულისთვის ვაპირებთ ბრძოლას. ფეხბურთი ფეხბურთია, უნდა მივიღოთ ეს მარცხი და გავაგრძელოთ მუშაობა.“ - უთხრა შემდეგ „ქალაქელთა“ მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ BBC-ს.

„ლივერპული“ ტრიუმფალურ სვლას აგრძელებს. „ნიუკასლს“ მათ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მოუგეს და ანგარიში გაცილებით გამანადგურებელი რომ არ იყო, ისევ თავის უნიათობას უნდა დააბრალონ. ეს მერსისაიდელთა ზედიზედ მერვე გამარჯვება გახლდათ პრემიერლიგაში.

„თავდასხმაში კარგად ვითამაშეთ, დაცვაში კი უკეთ გარჯა გვმართებდა. ჯამში კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა მეტი გოლების გატანა გვმართებდა.“ნიუკასლის“ დაცვის გარღვევა ადვილი არ არის, მაგრამ ბიჭებმა ეს მოახერხეს.

თამაშის დროს „სიტის“ ანგარიში არ ვიცოდით. ამ გუნდს მალე შევხვდებით. მანჩესტერელთა ადგილზე ჩავთვლიდი, რომ „ლივერპულთან“ ჩამორჩენა შვიდი კი არა, ოთხი ქულაა, „სიტისთან“ მატჩამდე ხომ „არსენალთანაც“ სათამაშო გვაქვს.

„ლივერპულისთვის“ ახლა მთავარი საკუთარი თამაში და ამ დონის შენარჩუნებაა.

საიდუმლო არ არის, რომ საჩემპიონო ბრძოლა პრემიერლიგაში ბოლო დღემდე გრძელდება. უთხრა მერსისაიდელთა დამრიგებელმა იურგენ კლოპმა BBC-ის.

სხვათა შორის, ეს გერმანელი სპეციალისტისთვის მე-100 გამარჯვება გახლდათ „ლივერპულის“ თავკაცის რანგში.

ამრიგად, „ლივერპულმა“ პირველი წრე წაუგებლად ჩაამთავრა. მესამედ მოხდა ისტორიაში, როცა მერსისაიდულმა კლუბმა პირველ 19 მატჩში არ წააგო. ბოლოს ასეთი შემთხვევა 1987/88 წლების სეზონში იყო და მაშინ „წითლები“ ჩემპიონები გახდნენ, მანამდე კი ასეთი რამ 1949/50 წლების სეზონში დაფიქსირებულა. მაშინ „ლივერპულს“ მერვე ადგილი დაუკავებია.

კლოპის შეგირდებს უახლოეს ორ ტურში მართლაც უმნიშვნელოვანესი ორი მატჩი ელით - 29 დეკემბერს შინ, „არსენალთან“ და 4 იანვარს, სტუმრად „სიტისთან.“ ამ შეხვედრების შემდეგ, უფრო ნათელი გახდება ლივერპულელთა საჩემპიონო ამბიციის რეალობა.

დიდებულ სერიას აგრძელებს „ტოტენჰემიც.“ მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე პრემიერლიგურ შეხვედრაში იმარჯვეს, თან ბოლო ორ მატჩში 11 გოლი გაიტანეს.

ამჯერად, მათი მსხვერპლი „ბორნმუთი“ გახდა. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ანგარიში მთლად არ ასახავს მინდორზე მიმიდინარე ამბებს. ბორნმუთელებს „დეზებზე“ ცოტა არ დაურტყამთ, მაგრამ სიზუსტე არ ყოფნიდათ, მასპინძელთა თითქმის ყველა სახიფათო მომენტი კი გოლით დამთავრდა. დუბლით გამოირჩა კორეელი სონი, რომელიც ბოლო დროს სტაბილურად კარგ თამაშს აჩვენებს.

„ტოტენჰემმა“ 45 ქულა მოაგროვა, ერთი პუნქტით გაუსწრო „სიტის“ და მეორე ადგილზე აინაცვლა.

„კარგ პოზიციაზე დავდექით, თუმცა ჩემპიონობის რეალური კანდიდატები მაინც „ლივერპული“ და „სიტი“ მგონია. მართალია, მანჩესტერელებს ერთი ქულით გავუსწარით, მაგრამ ისინი ჩემპიონები არიან და ასე ადვილად არაფერს დათმობენ. „ლივერპული“ კი ფანტასტიკურია. „ტოტენჰემს“ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.“ - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს BBC.

ჩანს, „ოლდ ტრაფორდზე“ სოლსკიაერის მისვლით, ახალი ხანა იწყება. ყოველ შემთხვევაში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამჯერადაც ჩინებულად ითამაშა და „ჰადერსფილდს“ 3:1 მოუგო. დუბლი მიითვალა პოლ პოგბამ. ბოლო ორ შეხვედრაში ფრანგი შუახაზელის მონაგარი 2+2 გახლავთ. ასეთი შედეგი ჰქონდა მას მოურინიუს ეპოქის ბოლო 12 შეხვედრაში. კომენტარი, ალბათ, ზედმეტია...

ტურის გვიან შეხვედრაში კი „ჩელსიმ“ სტუმრად „უოტფორდს“ 2:1 სძლია. ედენ აზარმა დუბლი შეასრულა და ეს მისი მე-100 და 101-ე გოლები გამოდგა „არისტოკრატთა“ მაისურით ყველა ტურნირში.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-19 ტური. 26 დეკემბერი

ლესტერი - სიტი 2:1

ლესტერი. „კინგ პაუერი.“ 32 099

0:1 ბერნსრდუ სილვა (14), 1:1 ოლბრაიტონი (19), 2:1 რიკარდუ პერეირა (81)

ლესტერი: შმაიხელი, ჩილველი, მორგანი, რიკარდუ პერეირა, მაგუაირი, მენდი, ნდიდი, ჩუდჰური (გრეი 63), მადისონი (სიმპსონი 78), ვარდი (ოკაზაკი 89), ოლბრაიტონი

მწვრთნელი: კლოდ პუელი

სიტი: ედერსონი, დანილო, სტოუნზი, ლაპორტი, დელფი, გიუნდოგანი, დე ბრუინი (დავიდ სილვა 70), ბერნარდუ სილვა (მაჰრეზი 83), სტერლინგი, აგუერო, სანე

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: მაგუაირი (58), ვარდი (87); სტოუნზი (77), აგუერო (90)

გაძევება: დელფი (90)

ლივერპული - ნიუკასლი 4:0

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 318

1:0 ლოვერნი (11), 2:0 სალაჰი (47, პენ), 3:0 შაჩირი (79), 4:0 ფაბინიო (85)

ლივერპული: ალისონი, ლოვერნი, ვან დეიკი, რობერტსონი (კლაინი 82), ალექსანდერ-არნოლდი, ვეინალდუმი (ფაბინიო 62), ჰენდერსონი, შაჩირი, ფირმინო (სტარიჯი 69), სალაჰი, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ნიუკასლი: დუბრავკა, ფერნანდესი, ლასკელესი, დამეტი, იედლინი, დიამე, რიტჩი (მერფი 81), ჰაიდენი, კენედი (ლონგსტაფი 73), ხოსელუ, მუტო

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

მსაჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება არ ყოფილა

მანჩესტერი - ჰადერსფილდი 3:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 74 523

1:0 მატიჩი (28), 2:0, 3:0 პოგბა (64, 78), 3:1 ზანკა (89)

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, ჯოუნსი, დალოტი (იანგი 53), შოუ, პოგბა, მატა (გომესი 80), ლინგარდი, ფრედი (ერერა 53), მატიჩი, რაშფორდი

მწვრთნელი: ოლე-გუნარ სოლსკიაერი

ჰადერსფილდი: ლოსლი, კონგოლო, ზანკა, შინდლერი, ჰადერჟონაჟი, დურმი, ბილინგი, კაჩუნგა (ლიოვე 57), მბენზა (კუანერი 62), პრიტჩარდი, დეპუატრი (მუნიე 73)

მწვრთნელი: დავიდ ვაგნერი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ფრედი (30); კაჩუნგა (23)

ტოტენჰემი - ბორნმუთი 5:0

ლონდონი. „უემბლი.“ 43 164

1:0 ერიკსენი (16), 2:0 სონი (23), 3:0 მოურა (35), 4:0 კეინი (62), 5:0 სონი (71)

ტოტენჰემი: ლორისი, როუზი, ალდერვეირელდი, უოკერ-პიტერსი, ფოიტი, უინკსი, სისოკო, ერიკსენი (დევისი 84), მოურა, სონი (ლიორენტე 88), კეინი (სკიპი 78)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ბორნმუთი: ბეგოვიჩი, ფრენსისი (რიკო 45+3), კუკი, აკე, დენიელსი, სურმანი, ლერმა, სტანისლასი, ფრეიზერი, უილსონი (მუსე 67), ბრუკსი (კინგი 74)

მწვრთნელი: ედი ჰაუ

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: სონი (76), უინკსი (87); ლერმა (45+4)

ბრაიტონი - არსენალი 1:1

ფალმერი. „ამერიკან ექსპრეს კომიუნითი.“ 30 608

0:1 ობამეიანგი (7), 1:1 ლოკადია (35)

ბრაიტონი: რაიანი, ბალოგუნი, დაფი, მონტოია, ბერნარდო, სტეფენსი, გროსი, პროპერი, მარჩი, მიურეი (ანდონე 79), ლოკადია (ნოკარი 86)

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

არსენალი: ლენო, ლიხტშტაინერი, პაპასტატოპულოსი, კოშელნი (მეიტლენდ-ნაილსი 70), კოლაშინაცი, იოზილი (ივობი 46), ჯაკა, ტორეირა, გენდუზი, ობამეიანგი, ლაკაზეტი (რემზი 62)

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: მონტოია (45+2), მიურეი (58); კოლაშინაცი (81)

უოტფორდი - ჩელსი 1:2

უოტფორდი. „ვიქერეიჯ როუდი.“ 20 415

0:1 აზარი (45+1), 1:1 პერეირა (45+3), 1:2 აზარი (58, პენ)

უოტფორდი: ფოსტერი, ოლებასი, კატკარტი, კაბასელე (მარიაპა 16), ფემინია, კაპუ, პერეირა, დუკურე, სემა (კინა 67), დინი, დელოფეუ (საკსესი 82)

მწვრთნელი: ხავი გარსია

ჩელსი: კეპა, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ალონსო, რიუდიგერი, კოვაჩიჩი (ბარკლი 80), ჟორჟინიო, კანტე, ვილიანი, აზარი, პედრო (ჰადსონ-ოდოი 43, ემერსონი 85)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: ფოსტერი (58)

ფულემი - ვულვზი 1:1

1:0 სესენიონი (74), 1:1 საისი (85)

ბარნლი - ევერტონი 1:5

0:1 მინა (2), 0:2 დინი (13), 0:3 სიგურდსონი (22, პენ), 1:3 გიბსონი (37), 1:4 დინი (72), 1:5 რიშარლისონი (90+3)

კრისტალ პალასი - კარდიფი 0:0

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.120926
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X