კალათბურთი

11:53 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„დენვერი“ დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, „კლივლენდმა“ „ინდიანას“ ბოლო წამზე მოუგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

„დენვერ ნაგეტსმა“ შინ „დალას მავერიკსი“ 126:118 დაამარცხა. დენვერელები მესამე პერიოდის ბოლოს დაწინაურდნენ და „დალასმა“ მატჩის ბოლომდე წინ გასვლა ვეღარ მოახერხა. საუცხოო შეხვედრა ჩაატარა „დენვერის“ ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც გუნდს 32 ქულა, 16 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. „დალასში“ ლუკა დონჩიჩი გამოირჩა - 23 ქულა, 12 პასი და 6 მოხსნა. „დენვერი“ 21 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„ინდიანა“ საკუთარ დარბაზში „კლივლენდს“ დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 17 წამით ადრე ინდიანაპოლისელები 91:88-ს იგებდნენ. ჯერ ბარკსმა ორქულიანი ჩააგდო და ანგარიში ერთ ქულამდე შემცირდა. „კავალიერსმა“ ბოლო შეტევის უფლება დაიტოვეს და მატჩის საფინალო სირენასთან ერთად ლარი ნანსმა ორქულიანი ჩააგდო და „კლივლენდს“ 92:91 გამარჯვება მოუტანა. 17-17 ქულით თავიანთ გუნდებშ საუკეთესოები დომენტას საბონისი და ჰუდი გახლდნენ.

„ბრუკლინმა“ „ლეიკერსი“ 115:100 დაამარცხა. ბრუკლინელები მეორე პერიოდის ბოლოს დაწინაურდნენ და მას შემდეგ „ლეიკერსი“ სულ მდევრის როლში იყო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც 36 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა.

„ინდიანა“ – „კლივლენდი“ 91:92 (19:21, 25:24, 24:22, 23:25)

https://www.youtube.com/watch?v=fpMrmfbsB88

„ატლანტა“ – „ვაშინგტონი“ 118:110 (35:24, 23:30, 24:28, 36:28)

https://www.youtube.com/watch?v=VGzgDKT1jR0

„ბრუკლინი“ – „ლეიკერსი“ 115:110 (33:32, 29:25, 28:26, 25:27)

https://www.youtube.com/watch?v=VGyQR3F9AXs

„დენვერი“ – „დალასი“ 126:118 (34:33, 40:36, 31:26, 21:23)

https://www.youtube.com/watch?v=X8q-nnVHzY8

თეგებინბა
0.110661