ფეხბურთი

21:28 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ფიფას საკლუბო მსოფლიოს თასის ნახევარფინალში "კასიმას" შეხვდება (+VIDEO)

ფიფას საკლუბო მსოფლიოს თასის მეოთხედფინალში აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა "კასიმამ" კონკაკაფის გამარჯვებული "გვადალახარა" 3:2 დაამარცხა და ნახევარფინალში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 19 დეკემბერს აბუ დაბიში გაიმართება.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული "რივერ პლეიტი" "ესპარანსსა" და "ალ აინს" შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. საკლუბო ჩემპიონატის ფინალი კი 22 დეკემბერს შედგება.

0.124504