ფეხბურთი

21:30 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო გუნდში სამ-სამი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი "გენკი" და "ლევერკუზენი", ხოლო ორი მოთამაშე უნგრული "ვიდიდან" გამოარჩიეს.

სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ანდრეს ფერნანდესი ("ვილიარეალი")

მცველები: ლუის ნეგო ("ვიდი"), ჯოსეფ აიდოო ("გენკი"), ალექსანდარ დრაგოვიჩი ("ლევერკუზენი"), ატილა ფიოლა ("ვიდი")

ნახევარმცველები: ისმაილა სარი ("რენი"), დომინიკ კორი ("ლევერკუზენი"), სანდერ ბერგე ("გენკი"), იგორ სტასევიჩი (ბატე)

თავდამსხმელები: ლუკას ალარიო ("ლევერკუზენი"), ზინიო განო ("გენკი")

0.116203