სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:52 | 14.12.2018 | ნანახია 1729 - ჯერ

"მილანი" თამაშგარეში: ევროპა ლიგაზე პლეი-ოფი დაკომპლექტდა

ევროპა ლიგის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად გაირკვა ყველა 32 გუნდი, რომელიც პლეი-ოფში ითამაშებს. უფრო სწორად, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი 24-მა გუნდმა გადალახა, ხოლო დანარჩენი 8 ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან შეუერთდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ყველაზე საინტერესო მატჩი ათენში შედგა, სადაც „ოლიმპიაკოსმა“ „მილანს“ უმასპინძლა. იტალიური გრანდი ერთი შეხედვით მარტივი ამოცანის წინაშე იდგა - საბერძნეთში ორი ბურთის (ან მეტი) სხვაობით არ წაეგო. თუმცა, როგორც ჩანს, დღევანდელი ფორმაციის „როსონერისთვის“ მარტივი ამოცანა არ არსებობს. „ოლიმპიაკოსმა“ 3:1 მოიგო და პლეი-ოფში გავიდა. ჯენარო გატუზოს გუნდი კი ევროსარბიელს დაემშვიდობა.

ეს კი, იმ გუნდთა ვინაობა, რომლებიც 2019 წლის თებერვლიდან ევროპა ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებენ:

განთესილი გუნდები

„არსენალი“ (ინგლისი), „ლევერკუზენი“ (გერმანია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ჩელსი“ (ინგლისი), „დინამო“ (ხორვატია), „დინამო“ (უკრაინა), „აინტრახტი“ (გერმანია), „გენკი“ (ბელგია), „ინტერი“ (იტალია), „ნაპოლი“ (იტალია), „ბეტისი“ (ესპანეთი), „ზალცბურგი“ (ავსტრია), „სევილია“ (ესპანეთი), „ვალენსია“ (ესპანეთი), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „ზენიტი“ (რუსეთი)

განუთესავი გუნდები

„ბატე“ (ბელარუსი), „სელტიკი“ (შოტლანდია), „ბრიუგე“ (ბელგია), „ფენერბახჩე“ (თურქეთი), „გალათასარაი“ (თურქეთი), „კრასნოდარი“ (რუსეთი), „ლაციო“ (იტალია), „მალმე“ (შვედეთი), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „რაპიდი“ (ავსტრია), „რენი“ (საფრანგეთი), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „შახტარი“ (უკრაინა), „სლავია“ (ჩეხეთი), „პლზენი“ (ჩეხეთი), „ციურიხი“ (შვეიცარია)

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა 17 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ვერ დაწყვილდებიან ერთი ქვეყნისა და ერთქვეჯგუფში ნამყოფი გუნდები.

Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:06 | 15.12.2018
ogafa (8216)

აქ მაინც გყვავდეს ერთი გუნდი

17:15 | 14.12.2018
hermano72 (98)

აგერ მესამე ლიგას შექმნის უეფა და უფრო დიდი იმედითა და ოცნებით დავუწყებთ ცქერას! მაგრამ მანამდე ოცნება კიდევ გაიმარჯვებს...

15:45 | 14.12.2018
kobaSP (4480)

გული მწყდება... როცა ბელორუსის (სისტემატიურად) ყაზახეთის, აზერების, ჩეხეთის (2) გუნდებს ვხედავ... ნუთუ ასე ამყაყებულ ჭაობში უნდა ვეგდოთ სულ და ევროპა-ლიგის ჯგუფურიც კი სანატრელი გვქონდეს?
მართალია ტუღუში! რაღა მაგას ხედავთ მარტო (ან დანარჩენ 10 ფეხბურთელს) მეორეხარისხოვანი ლიგის (ჩელენჯ-ლიგის) წარმომადგენელი ლიხტენშტაინის "ვადუცი" რო გჯობია, მერე საერთოდ რაზეა საუბარი?
რაღაც სიას რო ადგენს ეგ "აჭარასპორტი" და წვალობს თვითონ შედგენილია ეგ სიაც და ყველაფერი. მას ჩვენი "უმაღლესი ქვია" (თუ რასაც ეძახით არც კი მახსოვს)... ასე რომ, მეორეხარისხოვანიც როცა სანატრელი გვაქვს, იქ ყველაფერი ნათელია უკვე...

09:22 | 14.12.2018
grande roma (542)

ra chiirs am italiur gundeebs yvelAm rogor caago

04:51 | 14.12.2018
saamtrediel (367)

მშვენიერია. ახლა ოლიმპიაკოსი რომელიმე ძლიერ გუნდს მაინც შეხვდეს, სტადიონზე მისვლას რომ ქონდეს აზრი.

სტატისტიკა
0.181253