სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:14 | 12.12.2018 | ნანახია 1372 - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა შაბათ-კვირას და განახლებული ფორმატით - უეფა ცვლილებებზე ფიქრობს

ჩემპიონთა ლიგის მატჩები შესაძლოა სამშაბათ-ოთშაბათის ნაცვლად, შაბათ-კვირას გაიმართოს. გერმანული Bild-ის ინფორმაციით, უეფას პრეზიდენტი ახალ ფორმატზე ფიქრობს და კონსულტაციების გავლას ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან აპირებს.

ცვლილების მიზეზი შემოსავლის გაზრდა იქნება და უეფაში ფიქრობენ, რომ უიქ-ენდზე უფრო მეტი გულშემატკივრის მოზიდვას შეძლებენ და სატელევიზიო უფლებებიც უფრო ადვილად გაიყიდება.

გერმანული მედიიც ცნობით, ჩემპიონთა ლიგაზე ისევ 32 გუნდი ითამაშებს, ოღონდ ოთხ ქვეჯგუფში რვა-რვა გუნდი მოხვდება და ჯგუფურ ეტაპზე 14 ტური გაიმართება.

თუ ეს ცვლილება დამტკიცდა, ტოპ ჩემპიონატებში შესაძლოა გუნდების რაოდენობაც შემცირდეს (ამჟამად 20-გუდნიანია ლა ლიგა, სერია A, პრემილიერლიგა) და რამდენიმე ტური შუა კვირაში ჩატარდება. ამ დროისთვის არ ხმაურდება როდისთვისაა დაგეგმილი ცვლილება, რადგან ეს საკითხი ჯერაც განხილვის პროცესშია.

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:43 | 12.12.2018
valeri8848 (1915)

კარგი იქნება კარგი დილას გუნდები ქვეყნის ჩემპიონატის კალენდარულ თამაშს ითამაშებს ღამით ლიგისას მაყურებელი არ მოაკლდებათ ,,,, ამას ეხლა გიჟიც ვერ მოიფიქრებს

20:27 | 12.12.2018
»Sport for pleasure❤️ (1066)

ამათ მართლა მაგარი ღრმად ააქვთ, . აღარ იციან რა ქნან და ახალ-ახალი “ნოვაციებით ვკვებავენ!”

სტატისტიკა
0.179605