კალათბურთი

12:39 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოპოვიჩმა რაილის გადაასწრო, „ტორონტომ“ „კლიპერსს“ მოუგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.

„სან ანტონიომ“ შინ „ფინიქსი“ 111:86 დაამარცხა. ტეხასელთა მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა კარიერაში 1211-ე შეხვედრა მოიგო, რითაც პატ რაილის გადაასწრო, რომელსაც 1210 მოგება აქვს. ამ მაჩვენებლით პოპოვიჩი მხოლოდ სამ მწვრთნელს ჩამორჩება. ჯერი სლოანი (1221 მოგება), ლენი უილკენსი (1332), დონ ნელსონი (1335).

„ტორონტომ“ გასვლაზე „კლიპერსს“ 123:99 აჯობა. კანადელებმა მატჩის სტარტზევე უპირატესობა მოიპოვეს და „კლიპერსი“ შეხვედრის ბოლომდე მდევრის როლში გახლდათ. კალიფორნიელთა რიგებში ყველაზე მეტი 18 ქულა ბობან მარიანოვიჩმა ჩააგდო. „ტორონტოში“ 25 ქულით სერჟ იბაკა გამოირჩა. „ტორონტო“ 22 მოგებით და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„ჰიუსტონი“ – „პორტლენდი“ 111:104 (27:29, 24:25, 30:24, 30:26)

https://www.youtube.com/watch?v=XAVrmFuEiwQ

„სან ანტონიო“ – „ფინიქსი“ 111:86 (29:20, 30:26, 29:18, 23:22)

https://www.youtube.com/watch?v=HxTiZgaNH6w

„კლიპერსი“ – „ტორონტო“ 99:123 (23:36, 34:34, 17:33, 25:20)

https://www.youtube.com/watch?v=zvWJZlGrhhM

0.112587