ფეხბურთი

10:43 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ „ბაიერნის“ საჩემპიონთალიგო რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში, „ბარსელონამ“ „ტოტენჰემთან“ ფრედ - 1:1 ითამაშა და მიუნხენის „ბაიერნის“ რეკორდი გაიმეორა - 29 წაუგებელი საშინაო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე.

ბოლოს, კატალონიელები „კამპ ნოუზე,“ ლიგაში 2013 წლის სექტემბერში დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ გათამაშებაში „ბარსელონა“ B ჯგუფში მოხვდა, „ტოტენჰემთან,“ „ინტერთან“ და პსვ-სთან ერთად. 6 მატჩიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 14 ქულა მოაგროვა და პლეი ოფის საგზურიც ვადამდე გაინაღდა.

0.119361