სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

4:38 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგამ სერია A კლასში ჩატოვა (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ჩემპიონთა ლიგის მორიგი სამი მერვედფინალისტი გაირკვა. „ლივერპული“, „ტოტენჰემი და პსჟ. „წითლებმა“ „ნაპოლი“ ჩატოვეს ჯგუფში, ხოლო „მამლებმა“ – „ინტერი“. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრემიერლიგამ სერია A კლასში ჩატოვა...

A ჯგუფი

ამ ჯგუფში მხოლოდ ის იყო გასარკვევი ვინ გავიდოდა პირველ ადგილზე. მადრიდის „ატლეტიკოს“ უფრო დიდი შანსი ჰქონდა, თუმცა „როხიბლანკომ“ ბელგიაში „ბრიუგეს“ ვერაფერი მოუხერხა და ნულოვან ფრეს დასჯერდა. დაკარგული 2 ქულა კი, დიეგო სიმეონეს გუნდს მეორე ადგილზე გასვლის ფასად დაუჯდა.

რადგან, ყოვლად უსუსურმა „მონაკომ“ საკუთარ მოედანზე დორტმუნდის „ბორუსიას“ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დამარცხდა. შედეგად, გერმანელებმა და ესპანელებმა 13-13 ქულით დაასრულეს ასპარეზობა, მაგრამ პირად მატჩებში უპირატესობას „დორტმუნდი“ ფლობდა (4:0, 0:2).

მესამე ადგილი კი, „ბრიუგეს“ ერგო. საერთოდ, ქება ბელგიელებს, რადგან 6 მატჩიდან მხოლოდ 2 მარცხი იწვნიეს, რაც „ბრიუგესთვის“ ამ ჯგუფში კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს.

„ბრიუგე“ – „ატლეტიკო“ 0:0 (0:0) VIDEO

ბრიუგე, „იან ბრეიდელი“

მაყურებელი: 25 645

„ბრიუგე“ (3-5-2): ჰორვატი; პულაინი, მეჩელე, დენსვილი; ვორმერი, ამრაბატი, ნაკამბა, ვანაკენი (რიცი 90), ნგონგე (პერესი 69); ვესლი, ოპენდა (შივიერსი 74)

მწვრთნელი: ივან ლეკო

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი, გოდინი, მონტერო, საულ ნიგეზი; ლემარი (ვიტოლო 61), როდრი, ტომას პარტეი (კალინიჩი 69), კოკე; გრიზმანი, ჟელსონი (კორეა 60)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გაფრთხილება: დენსვილი (56), ამრაბატი (76) - მონტერო (20), საულ ნიგეზი (48), გოდინი (57)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 7 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)

„მონაკო“ – „დორტმუნდი“ 0:2 (0:1) VIDEO

მონაკო, „ლუი II”

მაყურებელი: 8 731

„მონაკო“ (4-4-1-1): ბენალიო; ბიანკონე (სერანო 78), გლიკი, ბადიაშილე, რაჯი; ჰენრიხსი, ტილემანსი, ბენასერი, მასენგო (ტურამი 69); დიოპი; ფალკაო (სილა 64)

მწვრთნელი: ტიერი ანრი

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ჰიტცი; ჰაკიმი, ტოპრაკი, დიალო, შმელცერი; ვაიგლი, დაუდი (ვოლფი 76); პულიშიჩი, გორეცკა, გერეირო (გომესი 90); ფილიპი (პაკო ალკასერი 79)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 0:1 გერეირო (15), 0:2 გერეირო (88)

გაფრთხილება: ფალკაო (21), რაჯი (27), ტილემანსი (32), დიოპი (78) - დაუდი (49), ვაიგლი (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (0) – 10 (4) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: კრეიგ პაუსონი (ინგლისი)

B ჯგუფი

ბევრი იქადმა ერნესტო ვალვერდემ „ტოტენჰემთან“ მოსაგებად ვითამაშებთო, მაგრამ მოედანზე მანიც გადახალისებული შემადგენლობით გავიდა. მიუხედავად ამისა, „ბლაუგრანა“ სწრაფადვე დაწინაურდა და დიდხანს იგებდა. მეტიც, ფილიპე კოუტინიომ ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი და იყო სხვა მომენტებიც, როცა „ბარსას“ სხვაობის გაზრდა შეეძლო. თუმცა, 85-ე წუთზე ლუკას მოურასგან აქეთ გაუშვა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. „მამლებს“ მოპოვებული ქულა სავსებით ეყოთ იმისთვის, რომ მერვედფინალში გასულიყვნენ.

რაც უნდა, „ბარსელონას“ დააბრალოს „ინტერმა“ ჯგუფში ჩარჩენა, ეს სიმართლე არ იქნება. „ნერაძურის“ ჯგუფის აუტსაიდერი პსვ ეინდჰოვენი რომ დაემარცხებინა საკუთარ მოედანზე, ახლა სხვა რამეზე ვისაუბრებდით... ასე რომ, იტალიელებმა საკუთარ თავს მოკითხონ, რომ ევროპა ლიგაზე მოუწევთ თამაში და არა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. ჰოლანდიელები სწრაფად დაწინაურდნენ, რასაც მაურო იკარდიმ უპასუხა, მაგრამ მერე „ინტერი“ გაჩერდა. გაჩერდა, რადგან „ბარსა“ იგებდა, მაგრამ როდესაც, „ტოტენჰემმა“ პარალელურად გაიტანა, უკვე ძალიან გვიანი იყო...

„ბარსელონა“ – „ტოტენჰემი“ 1:1 (1:0) VIDEO

ბარსელონა, „კამპ ნოუ“

მაყურებელი: 69 961

„ბარსელონა“ (4-3-3): სილესენი; სემედუ, ლენგლე, ვერმაელენი, მირანდა; რაკიტიჩი (ბუსკეტსი 46), ალენა, არტური; დემბელე (დენის სუარესი 76), მუნირი (მესი 63), კოუტინიო

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; უოლკერ-პეტერსი (ლამელა 61); ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; სისოკო, ვინკსი (ლორენტე 83); ერიკსენი, ალი, სონი (ლუკას მოურა 61); კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 დემბელე (7), 1:1 ლუკას მოურა (85)

გაფრთხილება: სემედუ (68) - უოლკერ-პეტერსი (15)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 9 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

„ინტერი“ - პსვ ეინდჰოვენი 1:1 (0:1) VIDEO

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

მაყურებელი: 62 533

„ინტერი“ (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა (ლაუტარო 69); კანდრევა (კეიტა 56), ბროჟოვიჩი, ბორხა ვალერო; პოლიტანო (ვრსალიკო 83), იკარდი, პერიშიჩი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

პსვ ეინდჰოვენი (4-3-3): ზუტი; დუმფრისი, სეინსბერი, ვიერგვერი, ანგელინო; ჰენდრიქსი, გუტიერესი (სადილეკი 65), როზარიო; ბერგვინი (მალენი 71), დე იონგი, ლოსანო (პერეირო 90)

მწვრთნელი: მარკ ვან ბომელი

გოლები: 0:1 ლოსანო (13), 1:1 იკარდი (73)

გაფრთხილება: ბროჟოვიჩი (44), პოლიტანო (71), შკრინიარი (90) - ზუტი (52), ბერგვინი (71), სადილეკი (86), დუმრფისი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 5 (5) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

C ჯგუფი

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდამ“ „მარაკანაზე“ მორიგი სასწაული ვერ მოახდინა და პსჟ-სთან დამარცხდა. შედეგად, ფრანგები პირველ ადგილზე უპრობლემოდ გავიდნენ.

გაცილებით საინტერესო იყო ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა. „ლივერპულმა“ „ნაპოლი“ გაგუდა... დიახ, ასე შეიძლება ითქვას, რადგან იტალიელებს „ენფილდზე“ ღირებული არაფერი შეუქმნიათ. არადა, „ნაპოლი“ ჯგუფიდან ქულისა და მარცხის შემთხვევაში კი (1:2, 2:3 და ა.შ) გავიდოდა. მოჰამედ სალაჰმა ტაიმის შუაწელს გაიტანა მცველებისა და მეკარის შეცდომით. საერთოდ, ეგვიპტელმა გააწამა ვიზავები და მეტწილად, მარიო რუი, რომელიც აშკარად ვერ აკმაყოფილებს იმ გუნდის დონეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლაზე პრეტენზიაც აცხადებს.

„ნაპოლის“ გოლი აუცილებლად სჭირდებოდა. „ლივერპული“ კი მშვიდად ვერ იქნებოდა, რადგან მეორე რომც გაეტანა, იტალიელებს ერთი გოლი ისევ ეყოფოდათ. მიუხედავად ამისა, კარლო ანჩელოტიმ ვერ გარისკა (ან მეტოქემ არ მისცა ამის გაკეთების საშუალება). არადა, მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე ნეაპოლელებს შეეძლოთ გათანაბრება და ყველაფრის თავდაყირა დაყენება. ალისონმა არკადიუშ მილიკს პირისპირ, ახლო მანძილიდან აუღო და გმირად იქცა.

საბოლოოდ, პსჟ 11 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. „ლივერპულმა“ და „ნაპოლიმ“ 9-9 ქულით დაასრულეს ასპარეზობა. თანაფარდობა იყო ურთიერთშეხვედრებშიც (1:0, 0:1), ბურთების შეფარდებაც იდენტური +2, მაგრამ ინგლისელებმა უფრო მეტი გაიტანეს (9), ხოლო იტალიელებმა (7) და ამ მიზეზით იურგენ კლოპის გუნდი პლეი-ოფშია.

„ცრვენა ზვეზდა“ - პსჟ 1:4 (0:2) VIDEO

ბელგრადი, „რაიკო მიტიჩი“

მაყურებელი: 48 357

„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; სტოიკოვიჩი, გობელიჩი, დეგენეკი, როდიჩი; იოვანჩიჩი, კაუზიჩი; ბენი, მარინი (იოველიჩი 86), შიმიჩი (ებესილიო 72); პავკოვი (ბოაჩი 72)

მწვრთნელი: ვლადან მილოიევიჩი

პსჟ (4-2-3-1): ბუფონი; კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; ვერატი (რაბიო 83), მარკინიოსი; მბაპე, ნეიმარი, დი მარია (დრაქსლერი 88); კავანი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 კავანი (10), 0:2 ნეიმარი (40), 1:2 გობელიჩი (56), 1:3 მარკინიოსი (74), 1:4 მბაპე (90)

გაფრთხილება: ბორიანი (10), პავკოვი (28), სტოიკოვიჩი (78), გობელიჩი (87) - კერერი (29), ბერნატი (62)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 14 (9) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 0:3 თამაშგარე: 6:3

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

„ლივერპული“ – „ნაპოლი“ 1:0 (1:0) VIDEO

ლივერპული, „ენფილდ როუდი“

მაყურებელი: 52 015

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი (ლოვრენი 90), მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი (ფაბინიო 85); სალაჰი, ფირმინო (კეიტა 79), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; მაკსიმოვიჩი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი (გულამი 70); ალანი, ჰამშიკი, ფაბიან რუისი (ზიელინსკი 62); კალეხონი, მერტენსი (მილიკი 67), ინსინიე

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 1:0 სალაჰი (34)

გაფრთხილება: ვან დეიკი (13), სალაჰი (83), რობერტსონი (90), მანე (90) - კულიბალი (40)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 8 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 6:4

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

D ჯგუფი

არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე უინტერესო ჯგუფი ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო - ინტრიგის და დაძაბულობის გარეშე. „პორტუ“ პირველია, „შალკე“ მეორე, „გალათასარაი“ მესამე, „ლოკომოტივი“ - მეოთხე. სოლომონ კვირკველია კი ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპიდან დაემშვიდობა.

„გალათასარაი“ – „პორტუ“ 2:3 (1:2) VIDEO

სტამბოლი, „ტურკ ტელეკომი“

მაყურებელი: 33 972

„გალათასარაი“ (4-3-2-1): მუსლერა; მარიანო, მაიკონი, კაბაკი, ნაგატომო; ფერნანდო, დონკი (ონიეკურუ 46), ნდიაიე; ფეგული (ჩელიკი 90), როდრიგესი; დერდიოკი

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, დიოგო, ალექს ტელეში; ერერა, დანილო, ოლივეირა (ავაზიემი 82); ერნანი (ჟორჟე 73), მარეგა, ლოპესი (ანდრე პერეირა 73)

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

გოლები: 0:1 ფელიპე (17), 0:2 მარეგა (42, პენ), 1:2 ფეგული (45, პენ), 1:3 ოლივეირა (57), 2:3 დერდიოკი (65)

გაფრთხილება: ფერნანდო (88) - მარეგა (88)

გამოუყენებელი პენალტი: ფეგული (67)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 4 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

„შალკე“ – „ლოკომოტივი“ 1:0 (0:0) VIDEO

გელზენკირხენი, „ველტინს არენა“

მაყურებელი: 48 883

„შალკე“ (4-1-3-2): ფარმანი; გოლერი (ჰარიტი 59), ნალდო, ნასტასიჩი, მენდილი (რაჰმან ბაბა 16); სტამბული, შოპფი, სერდარი, მასკარელი; ტუხერტი (აჰმედი 72), კონოპლიანკა

მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო

„ლოკომოტივი“ (4-4-2): გილერმე; კვირკველია, ჰიოვედესი, რიბუსი; ბარინოვი, კრიხოვიაკი, დენისოვი, ალექსეი მირანჩუკი; ედერი (ანტონ მირანჩუკი 46), ფარფანი (სმოლოვი 80)

მწვრთნელი: იური სიომინი

გოლი: 1:0 შოპფი (90)

გაფრთხილება: სერდარი (27), გოლერი (45), სტამბული (87) - დენისოვი (45), ჰიოვედესი (65), ფარფანი (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 7 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 11:2 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ანსტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.594052
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X