სხვა

20:13 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი პირველ ადგილზეა

საქართველოს ჩემპიონმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 40-37 დაამარცხა თასის მფლობელი, თბილისის პეგასი და 5 თამაშიდან 10 ქულით ეროვნულ ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. შეჯიბრება ხვალ და ზეგ გაგრძელდება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში.

ამ გუნდების პირველი მატჩი ამ სეზონში, სექტემბერში პეგასმა მოიგო და საქართველოს თასსაც დაეუფლა. დღეს ბათუმი უფრო ძლიერი იყო მიუხედავად იმისა, რომ აკლდა ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე - ტალახაძე და ბერძენიშვილი. პეგასმა ტაიმის ბოლოში, ხუთბურთიანი ჩამორჩენა გაქვითა (15-15), თუმცა, ბათუმმა ნახევარი თამაში მაინც მოიგო 3 ბურთით - 19-16. შესვენების შემდეგ მატჩი ერთხანს ბათუმელთა 3-4 ბურთიანი უპირატესობით მიმდინარებდა, პეგასის ლიდერმა ნიკოლოზ კალანდაძემ (17 გოლი) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (31-32), მაგრამ ბათუმმა უფრო დაბალანსებულად ითამაშა და ძირითადი ექვსეულის ყველა წევრმა და ორივე მეკარემ მოგებაში თითქმის თანაბარი წვლილი შეიტანა: 40-37.

წინა ჩემპიონატის პრიზიორების, ქუთაისისა და თელავის იმედის მატჩში ქუთაისი ნახევარი ტაიმის შემდეგ 15-4 იგებდა, მაგრამ თელავმა ანგარიშის შემცირება დაიწყო. ტაიმი მაინც ქუთაისმა მოიგო (22-17), მაგრამ 42-ე წუთზე იობაშვილმა გაათანაბრა (25-25), მერე კი იმედი დაწინაურდა - 28-26. რუსტამოვმა გაათანაბრა, ხოლო მერკვილაძემ ისევ დააწინაურა ქუთაისი (32-31), მაგრამ ეს მათი ბოლო გოლი აღმოჩნდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა კობახიძის გაძევება, როდესაც დასრულებამდე ზუსტად 2 წუთი რჩებოდა: ყორიაულმა (2), გოგალაძემ და დოლმაზაშვილმა ზედიზედ გაიტანეს 4 გოლი და თელავმა 35-32 მოიგო.

საინტერესო შემთხვევა მოხდა სპორტის უნივერსიტეტისა და წყალტუბოს პრომეთეს მატჩში. 46-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო სპორტუნის მეკარე ხარაიშვილმა და კარში ჩადგა მოედნის მოთამაშე გიორგი აბაშიძე. ამ დროს ჯერ კიდევ ბრძოლა იყო (28-24), მაგრამ დარჩენილ 15 წუთში ახალბედამ სულ 4 გოლი გაუშვა, მისმა გუნდმა კი სხვაობა გაზარდა და პირველი გამარჯვება მოიპოვა -38-29. გორმა 33-29 მოუგო სამტრედიას და მეხუთე ადგილზეა.

ხვალ და ზეგ თამაშები 10 საათიდან იწყება ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში. ჩემპიონი გამოვლინდება მაისში, როდესაც სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი გადამწყვეტ პლეიოფს გამართავს.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი: https://www.facebook.com/GEONHF/

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

11 დეკემბერი, ოლიმპიური სასახლე. მცირე დარბაზი

ქუთაისი - იმედი-სტუ თელავი 32-35

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე - სტურუა 11, ხაჟომია 7, ფერაძე 4, რუსტამოვი 4, მერკვილაძე 3, მათნაძე 2, გამზარდია 1, კობახიძე, ჯუღელი

იმ: ცინცაძე - ყორიაული 8, ბაინაზიშვილი 6, გოგალაძე 5, ცისკარიშვილი 4, დოლმაზშვილი 3, მაისაშვილი 3, ზ. იობაშვილი 3, გავაშელიშვილი 2, კორსანტია 1, ბერაძე

მსაჯები: ვ. როჟკოვი - ა. ნოვიკოვი (უკრ)

სპორტუნი - წყალტუბო 38-29

სპ: ხარაიშვილი - გ. იობაშვილი 17, თიგიშვილი 7, ჭელიძე 5, აბაშიძე 3, ცხვარაშვილი 3, ჩაკვეტაძე 2, გულდედავა 1, ერისთავი, დელიბაშვილი, რ. ზურაბიანი

წყ: სილაგაძე - მეტონიძე 9, ჯიმშელეიშვილი 9, გველესიანი 7, ნიჟარაძე 2, გ.აფხაძე 1, მუკბანიანი, დარსაველიძე, კახაია

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი (თბილისი)

პეგასი - ბსბ ბათუმი 37-40

პეგ: დიხამინჯია - კალანდაძე 17, კუხალაშვილი 6, ბაძაღუა 5, გრიშიკაშვილი 4, ზარნაძე 4, ქათამაძე 1, ჭანტურია

ბათ: ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი - აბრამიშვილი 9, გოგოლაძე 8, სიმონია 7, კოხრეიძე 7, სურმავა 6, თევზაძე 3, წივწივაძე, ტიელიძე

მსაჯები: ვ. როჟკოვი - ა. ნოვიკოვი (უკრ)

გორი - სამტრედია 33-29

გორ: თითირაშვილი - დალაქიშვილი 9, მჭედლიშვლი 6, გუდურაშვილი 5, ზუბიაშვილი 5, ახალბედაშვილი 4, ნიაზაშვილი 3, ტარუაშვილი 1, ზოზიაშვილი, ოსეფაშვილი, ხუბულური

სამ: შველიძე - ძნელაძე 13, თევზაძე 5, ადამია 3, ხომერიკი 3, დიდია 2, ხელისუფალი 2, აფრიდონიძე 1, ნადირაძე ქავზინაძე, მანაგაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი (თბილისი) - გ. გველესიანი (წყალტუბო)

------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

BSB ბათუმი----5---5---0---0---230-144--10

პეგასი-----------5---4---0---1---221-145---8

იმედი-სტუ-----5---4---0---1---178-150---8

ქუთაისი--------5---3---0---2---205-140---6

გორი------------5---2---0---3---169-218---4

სპორტუნი------5---1---0---4—160-208---2

სამტრედია-----5---1---0---4---134-201---2

წყალტუბო-----5---0---0---5---113-204---0

12 დეკემბერი, დიდი დარბაზი

10:00 სპორტუნი - ბსბ ბათუმი

12:00 ქუთაისი - გორი

14:00 სამტრედია - იმედი-სტუ თელავი

16:00 პეგასი - წყალტუბო

13 დეკემბერი, დიდი დარბაზი

10:00 სამტრედია - სპორტუნი

12:00 წყალტუბო - გორი

14:00 ქუთაისი - პეგასი

16:00 ბსბ ბათუმი - იმედი-სტუ თელავი

0.152892