ფეხბურთი

22:38 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგის მამა: "ბარსელონა" საუკეთესო ვარიანტია"

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგს გრანდების რიგი უდგას. ნიჭიერ ჰოლანდიელ ფეხბურთელს ყველაზე მეტად პსჟ-სა და „ბარსელონას“ უკავშირებენ.

ჯონ დე იონგი, რომელიც ფრენკის მამაა, შვილს „ბარსელონაში“ გადასვლას ურჩევს:

„გადაწყვეტილებამ მარტომ უნდა მიიღოს. ძალიან ჭკვიანი ბიჭია და გადაწყვეტილებას გაზაფხულზე მიიღებს. 95%-ით „აიაქსს“ დატოვებს და ჩემი აზრით, ამ ვითარებაში საუკეთესო ვარიანტი „ბარსელონაა“, - განაცხადა ჯონ დე იონგმა Voetbal Primeur-თან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე იონგმა „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა გადაწყვიტა, თუმცა თავად ფეხბურთელმა Fox Sport-თან საუბარში ყველაფერი უარყო:

„არ მიმიღია საბოლოო გადაწყვეტილება და „აიაქსიც“ არცერთ გუნდს არ შეთანხმებია“, - თქვა ფრენკიმ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 75 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113697