სხვა

14:12 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

8-9 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

დიღომში მდებარე ფრენბურთის არენამ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ტაეკვანდოში უმასპინძა. ტურნირი პირად პირველობაში A და B კატეგორიაში ჩატარდა.

A კატეგორიაში მონაწილეობას შავი ქამრის მფლობელმა სპორტსმენებმა მიიღეს, რომელთაგან შეირჩევიან ეროვნული ნაკრების კანდიდატები. B კატეგორიაში კი მონაწილეობას მიიღო ყველა დანარჩენმა სპორტსმენმა.

ნაკრებისთვის შერჩეული სპორტსმენები, ეროვნული ნაკრების მწვრთნელების მეთვალყურეობით დაიწყებენ მზადებას ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად. ეროვნულ ჩემპიონატს დაესწრო, მეექვსე დანის მფლობელი კორეელი სპეციალისტი დუხვი ლი, რომელიც "კუკივონის" მიერ არის გამოგზავნილი საქართველოში და ეროვნულ ნაკრებთან მომავალი სამი წლის მანძილზე იმუშავებს.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125817