ფეხბურთი

23:16 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" საუკეთესო სტარტი პრემიერლიგაში

ლონდონის „ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში თავისის საუკეთესო სტარტი აქვს. „მამლებს“ 16 ტურის შემდეგ 36 ქულა აქვთ და ასეთი კარგი შედეგი ხსენებული ეტაპისთვის ააქამდე არ ჰქონია.

საგულისხმოა, რომ საუბარია 1990 წლიდან ნაჩვენებ შედეგებზე, რადგან პრემიერლიგა 1990 წელს დაარსდა.

ისე კი, თუ ინგლისის ჩემპიონატს გავითვალისწინებთ, „ტოტენჰემს“ ორჯერ ჰქონდა უფრო მეტი ქულა 16 ტურის მონაცემებით.1960-1961 წლების სეზონში 41 ქულა და 1956-1957 წლების სეზონში 37 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი პრემიერლიგაში ამ დროისთვის მესამე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ „ლივერპულსა“ და „სიტის“ ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111868