ფეხბურთი

17:31 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩეზარე პრანდელი სამშობლოში დაბრუნდა

იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი სამწვრთნელო ასპარეზს დაუბრუნდა და ამიერიდან „ჯენოას“ გაწვრთნის. ამის შესახებ გენუური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

61 წლის სპეციალისტმა ივან იურიჩი შეცვალა, რომელიც გუშინ, იტალიის თასზე სერია C-ს ბინადარ „ენტელასთან“ მარცხის შემდეგ დაითხოვეს.

რაც შეეხება პრანდელის, ბოლოს იტალიურ გუნდში 2010 წელს იმუშავა, როდესაც „ფიორენტინას“ წვრთნიდა. 2010-2014 წლებში კი იტალიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა. „სკუადრა აძურა“ 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც გაიყვანა, ხოლო ბოლო პერიოდში წარუმატებელი პერიოდი გაატარა „გალათასარაიში“, „ვალენსიასა“ და „ალ ნასრიში“.

სხვა და სხვა დროს, ასევე უმუშავია „რომასა“ და „პარმაში“. ჩეზარე პრანდელი „ჯენოაში“ პირველ ვარჯიშს დღეს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114666