თამაშგარე

10:27 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამბრა გუტიერესის შურისძიება

თქვენს წინაშე ფოტოებზე მოყელყელავე ლათინოსური იერის ლამაზმანი, ესპანური წარმოშობის იტალიელი მოდელი ამბრა გუტიერესია, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე სასამართლოებში უფრო ხშირადაა ნამყოფი, ვიდრე მიღებებზე და ჩვენებებზე.

ამბრას ასეთი სკანდალური იმიჯი არც მეტი, არც ნაკლები, ფრიად ოდიოზურმა ადამიანმა - სილვიო ბერლუსკონიმ განაპირობა. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საფეხბურთო კლუბ “მილანის“ ასევე ყოფილი მეპატრონე როგორც ამბრა ირწმუნებოდა მას ჩვეულებრივი მეძავივით ექცეოდა და აიძულებდა არამხოლოდ თავად ბერლუსკონის, მის მრავლისშემძლე მეგობრებსაც მომსახურებოდა.

გუტიერესმა ბერლუსკონის სასამართლო მოუგო და მისი ციხეში მცირე ხნით გამოკეტვის ერთ-ერთი მიზეზი ეს გოგონაც იყო, რომელიც ბერლუსკონიზე აღარ შეჩერდა და მერე უკვე იმ ცნობილ გვამებსაც უჩივლა, რომლებიც მასთან სხვადასხვა დროს კოტრიალობდნენ. ერთი სიტყივით, უკვე კარგა ხანია რაც იტალიაში “მევიდა ამბრა გუტიერესის დრო“ და ბევრი უნდა უფრთხილდეს!

0.231265