სხვა

22:00 | 6.12.2018 | ნანახია 280 - ჯერ

IAAF-ის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციამ (IAAF) 2019 წლის საუკეთესო ქალი და კაცი სპორტსმენები გამოავლინა. ქალებში IAAF-ის რჩეული გახდა სამხტომში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი და რიოს თამაშების კოლუმბიელი ჩემპიონი კატრინ იბარგუენი, რომელმაც წლეულს გამარჯვებები მოიპოვა „ბრილიანტის ლიგის" ფინალებში სამხტომსა და სიგრძეზე ხტომაში.

კაცებში საუკეთესოდ აღიარეს 5 ათას მეტრზე რბენაში ათენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და პეკინის თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მარათონში რიოს თამაშების ჩემპიონი, კენიელი ელიუდკიპჩოგე. კენიელმა 2018 წელს ბერლინის მარათონი მსოფლიო რეკორდით (2 საათი, 1 წუთი და 39 წამი) მოიგო, ასევე საუკეთესო იყო ლონდონის მარათონზეც.

„ამომავალი ვარსკვლავის" ნომინაციის ჯილდო ერგო წინაღობებით რბენაში ამერიკელ სიდნი მაკლაფლინს და შვედ ჭოკით მხტომელ არმან დიუპლანტისს.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას მონაკომ უმასპინძლა.

geonoc.org.ge

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.072637