სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

16:10 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას აკადემია თბილისისა და საქართველოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირის ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თბილისისა და საქართველოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი “ზაზა 2” გახდა. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში ირაკლი მაისურაძისა და დავით მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა 88:80 დაამარცხა “აკადემია” და ტურნირის გამარჯვებული გახდა. დღესვე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც საკალათბურთო კლუბმა “ორბმა” 103:75 სძლია “ზაზა 2”-ს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

აკადემია – ზაზა 2
სტატისტიკა: 80:88

ფინალური მატჩი 8-ქულიანი სხვაობით დასრულდა, თუმცა პირველი პერიოდის შემდეგ ხელჩასაჭიდი უპირატესობა რომ მოიპოვა, “ზაზა 2”-ს თამაშის ბოლომდვე პრობლემა აღარ შექმნია. საწყისი ათწუთეულის 23:17 მოგების ზშემდეგ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეორეში 28:15 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 19-ქულიანი ლიდერობით გავიდა.

მეორე ნახევარში აკადემიელები ცდილობდნენ, განსაკუთრებით ირაკლი სულხანიშვილი და ლაშა მიქელაძე აქტიურობდნენ, თუმცა მათი მოწადინება “ზაზას აკადემიის” დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ 88:80 და “ზაზა” ჩემპიონი გახდა.

გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი ირაკლი კილაძე გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესოდ დასახელებულმა მათე კაპანაძემ 20 ქულა მიითვალა. “აკადემიაში” 27 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ირაკლი სულხანიშვილი, ლაშა მიქელაძი ანგარიშზე კი 19 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. ბექა ბექაიამ აკადემიელებს 19 ქულა შესძინა.

ფინალამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც “ორბმა” 103:75 დაამარცხა ზაზას აკადემიის პირველი გუნდი. მატჩის საყისი პერიოდი გახლდათ მხოლოდ დაძაბული, რის შემდეგაც ვასილ ბერეკაშვილის გაწვრთნილმა “ორბმა” უპირატესობა მოიპოვა და ბრინჯაოს მედლებამდე დამაჯერებლად მივიდა.

ორბი – ზაზა
სტატისტიკა: 103:75

ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მეორე ადგილზე გასული აკადემიელები მედლებითა და სიგელებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა – მამუკა ლომიძემ და გიგა ჩაჩანიძემ დააჯილდოვეს. ჩემპიონებს კი ანალოგიური ჯილდოები გიგა ჩაჩანიძემ და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ, ზაზა ღონღაძემ გადასცეს.

ტურნირზე ტრადიციულად დაწესებული იყო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი, რომელიც აკადემიელმა ბექა ბექაიამ მამუკა ლომიძესგან ჩაიბარა, ხოლო ტურნირის საუკეთესოდ დასახელებულ მათე კაპანაძეს MVP-ის ტიტული ზაზა ღონღაძემ გადასცა.

დაბოლოს, “ზაზას აკადემიის” კაპიტანს, დაჩი ქავთარაძეს საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვეტერანმა კალათბურთელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.123465
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X