თამაშგარე

11:26 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი აელ შელბუა მესის სიმორცხვის მიზეზი გახდა

ლეო მესის ხშირად დაუფარავად უთქვამს, რომ ლამაზ ქალთა გარემოცვაში იბნევა ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ მასზე პოპულარული და შესაბამისად უკვე მრავლისმნახველი კაცი მთელს დუნიაზე არ მოიძებნება, ამ ქალებთან დამოკიდებულებისას მაინც ძველებურად მორცხვია.

ეს ამბავი ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ლეო სულ ცინცხალი “ბლოკჩეინსმარტფონის“პრეზენტაციაზე გახლდათ მიწვეული. ლეო მესი ამ ფირმის ერთ-ერთი სახე გახლავთ და ყველაზე სიანტერესო მისი სახე იყო, მას შემდეგ რაც გვერდით უმშვენიერესი მოდელი, 18 წელის ებრაელი ასული - აელ შელბუა ამოუყენეს.

მესის აშკარად ეტყობოდა დარცხვენა და თვალსაც ევრ უსწორებდა მართლაც რომ მშვენიერ გოგონას, რომელიც მცირე ასაკის მიუხედავად უკვე საკმაოდ ცნობილი მოდელია და მისი ცნობადობა მესის სახეზე ფერთა ცვალებადობამ კიდვე უფრო გაზარდა. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ლაიონელი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14357