თამაშგარე

10:26 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბიბისაც რონალდუ ყვარებია

არახალი ამბავია ის, რომ ცნობილი ფეხბურთელებიდან ქალებში განსაკუთრებულად პოპულარული, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც მიუხედავად საყვარელმრავლობისა, ოფიციალურად ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს არ აღიარებს და ეს ახალი ურთიერთობებისთვის მუდამ უხსნის გზას.

კრიშტიანუს ტრფიალებაში პერიოდულად სხვადასხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ასულნი ტყდებიან და ეს ერთგვარ ტენდენციადაც კი იქცა. ამასწინათ, კრიშტიანუს გაცნობის სურვილი საჯაროდ, ცნობილმა ავსტრიელმა ფეშენ-მოდელმა, ბიბი ჰარტლაერმა გამოთქვა რომელიც როგორც იძახიან დიდი უჟმური ვინმეა და მისგან ასეთი ნაბიჯი ცოტა უცნაურიც კია.

ბიბი ჰარტლაერი შარშან მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ 30 მოდელს შორის დაასახელეს და ეს ცხადია არ ყოფილა მისი ერთადერთი აღიარება. როდესაც ასეთი ხელიხელსაგოგმანები ასული სიყვარულში გიტყდება, რონალდუ კი არა ვინც არ უნდა იყო, გული სიამით რომ არ აგიჩქროლდეს - შეუძლებელია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114685