ფეხბურთი

9:43 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: „ჩემი მიზანი ყველა პრიზის მოგებაა“

საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, კილიან მბაპემ, გუშინ France Football-ის გამოკითხვაში საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ირგუნა და შემდეგ განაცხადა, რომ ყველა არსებული პრიზის მოგებას შეეცდბა.

„ამ ჯილდომ უფრო მშიერი გამხადა. შემდეგი მიზანი კი არსებული ყველა ჯილდოს მოგებაა.“ - უთხრა კილიანმა Bleacher Report-ს.

შეგახსენებთ, რომ წლეულს, 19 წლის მბაპე, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დაასახელეს.

მბაპე „მონაკოდან“ პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა 135 მილიონ ევროდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114691