ფეხბურთი

9:02 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„რეალს“ ყველაზე მეტი „ოქროს ბურთის“ მფლობელი ჰყავს

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი, ლუკა მოდრჩი, მადრიდის „რეალის“ მეშვიდე ფეხბურთელია, ვისაც „ოქროს ბურთი“ მოუგია. მანამდე ეს ჯილდო ალფრედო დი სტეფანოს (1957, 59), რაიმონ კოპას (1958), ლუიშ ფიგუს (2000), რონალდოს (2002), ფაბიო კანავაროს (2006) და კრიშტიანუ რონალდუს (2013, 14, 16, 17) მოუხვეჭიათ.

მოდრიჩის გამარჯვების შემდეგ,“რეალი“ „ოქროს ბურთის“ მფლობელების მხრივ, ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ეს პრიზი ექვს-ექვსჯერ „ბარსელონას,“ „იუვენტუსის“ და „მილანის“ ფეხბურთელებს მოუგიათ.

ხორვატმა მოთამაშემ კი ისტორიაში პირველად ირგუნა „ოქროს ბურთი.“ მანამდე ამ ქვეყნის წარმომადგენელს, გამოკითხვაში საუკეთესო ადგილი 1998 წელს დაეკავებინა, მაშინ ეს დავორ შუკერმა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112484