ფეხბურთი

20:25 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას მე-400 გამარჯვება

"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის მე-14 ტურში "ბორნმუთი" დაამარცხა და პეპ გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში მე-400 მატჩი მოიგო. ესპანელი სპეციალისტის გუნდებმა ჯამში 543 შეხვედრა ჩაატარეს.

გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს "ბარსელონას" სათადარიგო გუნდში დაიწყო, ხოლო პირველი გუნდის თავკაცი ერთ წელში გახდა. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობის პერიოდში გვარდიოლას გუნდმა 179 მატჩი მოიგო. ამის შემდეგ პეპი "ბაიერნს" წვრთნიდა და გერმანელებმა 124 შეხვედრაში იმარჯვეს.

გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" 2016 წლიდან წვრთნის და მისმა შეგირდებმა 97 მატჩი მოიგეს. "ქალაქელებმა" გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგა და თასი მოიგეს.

0.12805