სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭიდაობა

15:15 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

UWW-მ მწვრთნელების და მსაჯების დამეგობრება თბილისიდან დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„ცეცხლი და წყალი, კატა და ძაღლი, მსაჯი და მწვრთნელი“ - ასეთი შედარებებით გამოეხმაურა მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების (UWW) ოფიციალური ვებსაიტი მსაჯთა და მწვრთნელთა ერთობლივ სემინარს, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა. ჭიდაობის უმაღლესმა მმართველმა ორგანიზაციამ ამ ხერხით ყურადღება რა თქმა უნდა, მსაჯებისა და მწვრთნელების მუდმივ კონფლიქტზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მსგავსი სემინარებით მათი ურთიერთობა აუცილებლად გაუმჯობესდება.

მწვრთნელთა და მსაჯთა საერთო სასწავლო კურსები 24-29 ნოემბერს თბილისში გაიმართა. „მსოფლიო სპორტი“ ამ საინტერესო პროექტის იდეის ავტორს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ედიშერ მაჩაიძეს ესაუბრა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სემინარში და საერთაშორისო რანგის პედაგოგის წოდებაც მიიღო.

- პირველ ეტაპზე ჩატარდა საწვრთნელი კურსები, რომელზეც რვა-რვა მწვრთნელმა და მსაჯმა მიიღო საერთაშორისო პედაგოგის სტატუსი. შემდეგ კი უკვე მათ ჩაატარეს სემინარი მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. ეს იყო უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მოიცავდა მეორე დონის სამწვრთნელო სემინარების პირველ ეტაპს და მსაჯების საერთაშორისო კატეგორიისთვის მოსამზადებელ კურსს. სემინარის ბოლოს ჩატარდა გამოცდები და 10-მა ქართველმა მსაჯმა და 30-მა მწვრთნელმა მიიღო შესაბამისი სერთიფიკატები, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების პრეზიდენტ ნენად ლალოვიჩის ხელმოწერით.

- რას ნიშნავს საერთაშორისო რანგის პედაგოგის წოდება და ქართველები თუ მოხვდნენ ამ თექვსმეტ რჩეულში?

- მწვრთნელთა და მსაჯთა მოსამზადებელი კურსები, რომელიც პირველად თბილისში გაიმართა, სამომავლოდ სხვა ქვეყნებშიც აქტიურად ამუშავდება და მომავალ სემინარებს სწორედ თბილისში დასახელებული საერთაშორისო რანგის პედაგოგები წარუძღვებიან. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ საქართველოში ერთბაშად რვა-რვა მსაჯმა და მწვრთნელმა ჩაატარა საწვრთნელი კურსები, სხვა ქვეყნებში კი მხოლოდ თითო სპეციალისტი ჩავა. საქართველოდან მწვრთნელებში საერთაშორისო რანგის პედაგოგის სტატუსი დავით ოთიაშვილმა მიიღო. მსაჯებში კი მე.

- რა უპირატესობა აქვს მსაჯების და მწვრთნელების ერთობლივ კურსებს?

- მსაჯები და მწვრთნელები ერთობლივად ეცნობიან ახალ სასწავლო მეთოდებს. მიმდინარეობს დებატები მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც აქამდე მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ხდებოდა. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ წესების ცვლილების შემთხვევაში გაუგებრობებს ავიცილებთ თავიდან, რადგან უკვე ორივე მხარე თანაბრად იქნება ინფორმირებული. ეს კი უპირველეს ყოვლისა, ჭიდაობის განვითარებას წაადგება. პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა მთლიანად UWW-მ აიღო საკუთარ თავზე. ოფიციალური სტუმრებიც მოავლინა - მსოფლიოს მწვრთნელთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ვინსენტ აკა და მსაჯთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იბრაჰიმ ჩოჩოღლუ. სასიხარულოა, რომ მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ არჩევანი საქართველოზე შეაჩერა და ამხელა ნდობა გამოგვიცხადა.

- დაბოლოს, კიდევ ერთ საინტერესო პროექტზე, რომელსაც ახლახან ბორჯომმა უმასპინძლა...

- 16-23 ნოემბერს, ბორჯომში საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელებისთვის გაიმართა სპეციალური ტრენინგი, რომელიც ტრადიციულად, გამოცდით დასრულდა და ჩვენს სპეციალისტებს საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელის წოდება მიენიჭათ. მიიღეს სერთიფიკატები, რომლებსაც ხელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი აწერს. პროექტი, რომლის უმთავრესი მიზანიც საქართველოში ქალთა ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის ხორციელდება, სოლიდარობის ფონდი აფინანსებს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია აქტიურად უჭერენ მხარს. სასიამოვნოა, რომ მასში საქართველოს პარლამენტიც ჩაერთო. პირველი ეტაპი აგვისტოში ბათუმში გაიმართა და სასწავლო საწვრთნელი შეკრების ფარგლებში აჭარაში მომუშავე მწვრთნელებმა გაიარეს საწვრთნელი კურსი. ბორჯომული ტრენინგი პროექტის მეორე ეტაპი იყო. დასკვნითი მესამე ეტაპი კი შემაჯამებელი ღონისძიება იქნება და გაზაფხულზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.098599
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X