ფეხბურთი

11:48 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა

"იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ფიორენტინა" 3:0 დაამარცხა, 40 ქულა მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით სერია A-ს რეკორდი დაამყარა. იტალიური გუნდიდან გოლები როდრიგო ბენტაკურმა, ჯორჯო კიელინიმ და კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანეს.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა იტალიის ჩემპიონატში 14 მატჩიდან 13 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. "იუვენტუსმა 31 გოლი გაიტანა და რვა გაუშვა. "ბიანკონერმა" ჩემპიონატის სასტარტო რვა შეხვედრა მოიგო, რაც ასევე სერია A-ს რეკორდია.

თეგებიიუვენტუსი
0.114998