სხვა

14:00 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

IOC-მა კრივის მომავალთან დაკავშირებით გეგმები შეაჩერა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მოკრივეთა ასპარეზობების ჩატარებასთან დაკავშირებით გეგმები შეაჩერა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) მიმართ დაწყებულ გამოძიებას.

IOC-ის პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს კითხვებს უჩენს AIBA-ს ფინანსური საქმიანობა, მის მმართველობასა და ეთიკისადმი დამოკიდებულება.

გარდა ამისა, IOC-მა შეაჩერა სოლიდარობის ფონდიდან AIBA-ს დაფინანსება, ოლიმპიური თამაშებისთვის სატესტო ღონისძებათა და საშეჯიბრო გრაფიკის შემუშავება. ამასთან, კრივის მმართველ ორგანიზაციას ეკრძალება ოლიმპიური სიმბოლიკის გამოყენება.

www.geonoc.org.ge

0.11948