ფეხბურთი

12:34 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ფეხბურთი შეიცვალა, პატარა გუნდები ფეხბურთელებს აღარ ყიდიან"

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სატრასფერო მდგომარეობით უკმაყოფილოა. „განსაკუთრებულის“ განცხადებით, პატარა კლუბებიდან ფეხბურთელების ყიდვა ძალიან გართულდა.

ჟოზეს აზრით, „ტოტენჰემიდან“ „მანჩესტერში“ ფეხბურთელის გადასვლა ადრინდელისგან განსხვავებით, ახლა თითქმის შეუძლებელია:

„ისტორიულად „მანჩესტერი“ უფრო დიდი გუნდია, ვიდრე „ტოტენჰემი“ მისდამი პატივისცემის მიუხედავად, რომელიც ფანტასტიკური გუნდია.

რამდენიმე წლის წინ ვინ იყო ლონდონელთა საუკეთესო მოთამაშე? მაიკლ ქერიკი და დიმიტარ ბერბატოვი (ორივე „მანჩესტერში“ გადავიდა). ახლა, შემიძლია კეინის, ერიკსენის, ალის, სონის შეძენა? არა, შესაბამისად, ვინ უფრო ძლიერი გამოდის? ჩვენ თუ ისინი?

ფეხბურთი შეიცვალა, ახლა უფრო რთულია მაღალი დონის ფეხბურთელების ყიდვა, კლუბები უფრო გაძლიერდნენ და არ ყიდიან მოთამაშეებს. ადრე, პატარა კლუბები დიდებს პრაქტიკულად ემუდარებოდნენ: გთხოვთ, შეიძინოთ ჩვენი ფეხბურთელი, ფული გვჭირდება“.

ახლაკი, მათ არ სურთ ფეხბურთელების გაყიდვა და ამიტომ, ძნელია გააძლიერო გუნდი“, - განაცხადა მოურინიომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110156