სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:50 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა პირველი ვერდიქტის მოლოდინში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სამკვირიანი პაუზის შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგა დღეს განახლდება. და, ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა. ოთხ ქვეჯგუფში ტრადიციულად რვა მატჩი შედგება და დიდი ალბათობით, რამდენიმე მერვედფინალისტიც გაირკვევა.

E ჯგუფში მიუნხენის „ბაიერნი“ „ბენფიკას“ უმასპინძლებს. „რეკორდმაისტერს“ ბუნდესლიგაში საქმეები ძალიან ცუდად მისდის და მავანნი ამბობენ, რომ დღეს წარუმატებლობის შემთხვევაში ნიკო კოვაჩს გაათავისუფლებენ. თუმცა, ეს ნაკლებადაა მაინც მოსალოდნელი, რადგან ლისაბონის „ბენფიკა“ არ გავს იმ გუნდს, რომელმაც „ალიანც არენაზე“ უნდა მოიგოს. არადა, „არწივებს“ ოდენ გამარჯვება დაუტოვებს მერვედფინალში გასვლის შანსს. თუმცა, როგირ საქმეა მიუნხენში „ბაიერნს“ მოუგო. აი, გერმანიის ჩემპიონი კი პლეი-ოფის საგზურს ფრის შემთხვევაშიც გაინაღდებს.

მერვედფინალთან „ბაიერნისა“ არ იყოს, ძალიან ახლოსაა ამსტერდამის „აიაქსი“. ჰოლანდიური გრანდი ათენში ჩავიდა და ჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერ აეკ-ს გაეჯიბრება. ჰოლანდიელებმა წინა ოთხ ტურში ერთობ გამართული და ორგანიზებული ფეხბურთი აჩვენეს და რა გასაკვირია, რომ საბერძნეთის ჩემპიონთან, რომელიც კატასტროფულ სეზონს ატარებს, ფავორიტია.

F ჯგუფში „მანჩესტერ სიტი“ გამოკვეთილი ლიდერია. თუმცა, პეპ გვარდიოლას გუნდი ლიონში ითამაშებს გუნდთან, რომელიც დაუმარცხებელია 4 ტურის თავზე და გუნდთან, რომელთანაც პირველ ტურში საკუთარ მოედანზე წააგო. თუმცა იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. „ლიონისთვის“ ის მოგება ერთადერთად რჩება, ხოლო „სიტი“ ჯგუფის სათავეშია მოქცეული და დღეს გამარჯვება პირველ ადგილსაც გაუფორმებს, არათუ პელი-ოფის საგზურს.

ზინსჰეიმში კი, „ჰოფენჰაიმი“ „შახტარს“ უმასპინძლებს. ორივესთვის ეს ბოლო შანსია და ეს შანსი მხოლოდ გამარჯვებაში მდგომარეობს. ჩვენთვის საგულისხმო ისაა, რომ უეფას ვებგვერდის მონაცემებით, სავარაუდო შემადგენლობაშია დავით ხოჭოლავა, რომელიც წელს კი თამაშობს „მეშახტეთა“ რიგებში სისტემატურად, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ჩემპიონატში. ჩემპიონთა ლიგაზე ოდენ პირველ ტურში, იმავე „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ იყო მინდორზე.

G ჯგუფს თავიდანვე ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა და ახლა ლიდერებიც არიან. თუმცა, რომში, ფრე თუ დაფიქსირდა, პლეი-ოფის საგზურს მხოლოდ „რომა“ გაინაღდებს. ვინაიდან, პარალელურად ცსკა-მ მოიგო, მოსკოველებს შანსი დარჩებათ და ამ შანსს, ბოლო ტურში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოგება ჰქვია. ისე კი, სანტიაგო სოლარის მისვლის შემდეგ „სამეფო კლუბი“ ათამაშდა. მაგრამ, სამი დღის წინ ცივი შხაპი მიიღო და ბასკეთში „ეიბართან“ განადგურდა. სოლარიმ თქვა, რომ ეს წარსულია და მისი გუნდი თავისი ისტორიის შესაფერის შეხვედრას ჩაატარებს „სტადიო ოლიმპიკოზე“. ვნახოთ! თავის მხრივ, „რომაც“ ვერ ბრწყინავს მიმდინარე სეზონში და სერია A-ში საქმეები ერთობ ცუდად მისდის. მიუხედავად ამისა, ეუსებიო დი ფრანჩესკო დარწმუნებულია, რომ არ მოხსნიან, რადგან ხელმძღვანელობისგან ნდობას გრძნობს. „რომა“ ეცდება, რომ „რეალი“ 2008 წლის შემდეგ პირველად დაამარცხოს.

მეორე შეხვედრა მოსკოვში შედგება და ცსკა „პლზენს“ უმასპინძლებს. ამ თამაშზე ბევრს ვერც ვერაფერს ვიტყვით, ევროპა ლიგის საგზურის მფლობელის ვინაობას უფრო არკვევს, ვიდრე მერვედფინალში გამსვლელის.

და ბოლოს H ჯგუფი, სადაც ასევე ძალიან ახლოსაა ორი გუნდი მერვედფინალთან. „იუვენტუსი“ „ვალენსიას“ მასპინძლობს და ქულაც ეყოფა მერვედფინალის წევრობისთვის. თუმცა, ტურინელები პირველ ადგილს უმიზნებენ და ამ შემთხვევისთვის გამარჯვება სჭირდებათ. თავის მხრივ, „ვალენსიასაც“ აქვს შანსი და ეს შანსი 3 ქულაში მდგომარეობს. მართალია, შესაძლებელია, რომ „ღამურებს“ წაგების შემთხვევაშიც დარჩეთ შანსი, მაგრამ მაშინ „მანჩესტერმა“ შინ „იანგ ბოიზი“ ვერ უნდა დაამარცხოს. რაც უნდა დავაკნინოთ ჟოზე მოუინიოს ფორმაციის ინგლისური გრანდი, არგვგონია, რომ შვეიცარიის ჩემპიონს „ოლდ ტრაფორდზე“ ვერ გაუმკლავდეს.

E ჯგუფი

აეკ - „აიაქსი“

აეკ (4-3-2-1): ბარკასი; ბაკაკისი, ჩიგრინსკი, ლამპროპულოსი, ჰულტი; სიმოესი, იალანოპულოსი, გალო; მანტალოსი, ბოიე; ლივაია

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, დე ლიგტი, ვობერი, ბლინდი; დე იონგი, ვან დე ბეკი, შონე; ნერეში, დოლბერგი, ტადიში

„ბაიერნი“ – „ბენფიკა“

„ბაიერნი“ (4-5-1): ნოიერი; რაფინია, ზულე, ბოატენგი, ალაბა; კიმიხი, მიულერი, სანჩესი, რობენი, რიბერი; ლევანდოვსკი

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ანდრე ალმეიდა, რუბენ დიასი, კონტი, გრიმალდო; ფეისა, პიცი, გაბრიელი; რაფა, ჟონასი, სერვი

F ჯგუფი

„ჰოფენჰაიმი“ – „შახტარი“

„ჰოფენჰაიმი“ (3-5-2): ბაუმანი; აკპოგუმა, ვოგტი, ბიჩაკჩიჩი; ბრენეტი, დემირბაი, შულცი, გრიფო, კრამარიჩი; ჟოელინტონი, ბელფოდილი

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; დანჩენკო, ხოჭოლავა, მატვიენკო, ისმაილი; მაიკონი, სტეპანენკო; ველინგტონ ნემი, ალან პატრიკი, ტაისონი; ჟუნიორ მორაეში

„ლიონი“ – „მანჩესტერ სიტი“

„ლიონი“ (4-4-2): ლოპეში; რაფაელი, მარსელო, დენაიერი, მენდი; ტუსარტი, ნდომბელე, ფეკირი, ტრაორე; დემბელე, დეპაი

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტე, ზინჩენკო; ფოდენი, ფერნანდინიო, დელფი; მაჰრეზი, აგუერო, სანე

G ჯგუფი

ცსკა - „პლზენი“

ცსკა (4-5-1): აკინფეევი; ფერნანდეში, ნაბაბკინი, ბეკაო, შენიკოვი; ახმეტოვი, ვლაშიჩი, ბისტროვიჩი, სიგურდსონი, ობლიაკოვი; ჩალოვი

„პლზენი“ (5-4-1): ჰრუშკა; რეჟნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი, ჰორავა; ჰროსოვსკი, პეტრჟელა, ჩერმაკი, კოვარიკი; ჩორი

„რომა“ – „რეალი“

„რომა“ (4-3-3): ოლსენი; სანტონი, ფაციო, მანოლასი, კოლაროვი; ფლორენცი, ნზონზი, კრისტანტე; ჯენგიზ იუნდერი, ჯეკო, ელ შაარავი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; სებალიოსი, კროოსი, მოდრიჩი; ისკო, ბენზემა, ბეილი

H ჯგუფი

„მანჩესტერ იუნატედი“ – „იანგ ბოიზი“

„მანჩესტერ იუნატედი“ ( 4-3-3): დე ხეა; იანგი, ბაი, სმოლინგი, შოუ; ერერა, მატიჩი, პოგბა; ლინგარდი, ლუკაკუ, მარსიალი

„იანგ ბოიზი“ (4-4-2): ვონ ბალმუსი; მბაბუ, ლაუპერი, ვონ ბერგენი, ბენიტო; ფასნახტი, სოუ, ებიშერი, სულეიმანი; ნსამე, ასალე

„იუვენტუსი“ – „ვალენსია“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდუ

„ვალენსია“ (4-4-2): ნეტო; ვასი, გარაი, პაულისტა, გაია; სოლერი, პარეხო, კონდოგბია, გედეში; სანტი მინსა, როდრიგო

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.127788
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X