ფეხბურთი

11:59 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი ბრალდებას პასუხობს

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი Der Spiegel-ის ბრალდებებს პასუხობს. ესპანელი განმარტავს, რომ აკრძალული პრეპარატი არასდროს გამოუყენებია.

ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალის წინ კი კლუბის ექიმებმა მას პრეპარატი დექსამეტაზონი მისცეს, რაც აკრძალული არ არის და ეს დოკუმენტურად დადასტურებულია. თუმცა ოფიციალურ ბლანკში ბექსამეტაზონი წერია, შეცდომა კი თავის თავზე რეალის ექიმმა აიღო. უეფამ აღნიშნული ფაქტი გაითვალისწინა.

რამოსის თქმით, მისი ადვოკატები განიხილავენ შესაძლებლობას იმის შესახებ, არის თუ არა წარმატების შანსი სასამართლოში გერმანული გამოცემის წინააღმდეგ, Spiegel-ი რამოსი დოპინგ ტესტზე თავის არიდებაში სხვა შემთხვავაშიც ამხილა.

0.114605