სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:22 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული ფინალი: "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს 2018 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელია. ფინალი, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა ალბათ დიდხანს გვემახსოვრება.

თავიდანვე ვთქვათ, რომ „ტორპედო“ საქართველოს თასის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. ორი წლის წინ „მერანს“ აჯობა, ხოლო შარშან „ჩიხურასთან“ დამარცხდა. აი, „მერანი“ მეორედ იყო ამ ეტაპზე. პირველად 2011 წელს და სხვათა შორის, მაშინაც „ტორპედოს“ შეხვდა და დაამარცხა კიდეც...

ახლა კი ძალიან კარგი, დრამატული მატჩი, რომელსაც არაფერი აკლდა. „ტორპედოს“ მეტოქე ქვედალიგელი „გაგრა“ იყო და ბუნებრივია, ქუთათურები მატჩამდე ფავორიტადაც განიხილებოდნენ. თუმცა, დენის ხომუტოვის გუნდმა თამაში ჩინებულად დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში სჯაბნიდა კიდეც გამოცდილ მეტოქეს.

„გაგრა“ პირველ ნახევარში „ტორპედოს“ მისსავე ნახევარზე აპრესინეგბდა და ამას ხშირად შედეგიც მოჰქონდა. თავიდან ფრთხილი თამაში იყო, გუნდებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. თუმცა, დოლიძემ და ხაბელაშვილმა მაინც გაცვალეს საგოლე მომენტები. 37-ე წუთზე კი „გაგრელთა“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო. რატი ცაცკრლიაშვილმა მოხდენილად ითამაშა და შეტევას იდეალური გაგრძელება მისცა, ნუგზარ სპანდერაშვილი როინ კვასხვაძეს შეატოვა და შემტევმაც ივარგა. ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი, ანგარიში გაიხსნა. პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა.

სამაგიეროდ, შეიცვალა მეორე ნახევარში. სტარტზე „გაგრა“ ძალიან აქტიური იყო და საგოლე ომენტებიც შექმნა. ყველაზე ახლოს მიზანთან ცაცკრიალაშვილი გახლდათ, რომლის დარტყმული კვასხვაძემ დიდებული სეივით კუთხურზე მოიგერია. ეს კუთხური კი შედეგიანი გამოდგა. ივანე ხაბელაშვილმა მეორე სართულზე ყველას დაასწრო და ლამაზი გოლი გაიტანა, მეკარეს შანსი არ ჰქონია - 2:0.

თითქოს ყველაფერი გაირკვა. „გაგრამ“ ორბურთიანი უპირატესობა მიიღო და თანაც, მთელი თამაშის განმავლობაში მოწინააღმდეგეს შანსს არ აძლევდა, თვითონ კარგად უტევდა, ხოლო დაცვაში შეცდომას არ უშვებდა. ამასობაში, კახა ჩხეტიანმა ცვლილებებს მიმართა და სწორედ ეს გამოდგა გადამწყვეტი. მოედანზე მილოშ ლაჩნი გამოჩნდა და სლოვაკი ფეხბურთელი გახდა მატჩი გმირი.

74-ე წუთზე ლაჩნიმ კუთხურის შემდეგ პირველ ძელთან ყველას აჯობა და სხვაობა შეამცირა. ბოლო წუთზე კი დუბლიც გაიფორმა. ეს პენალტით, რომელიც გაგრელთა მცველის ხელით თამაშს მოჰყვა. ლაჩნიმ თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ დაარტყა და თითქმის უიმედო თამაში შემოატრიალა.

დაინიშნა დამატებით დრო - აქ გუნდებს აღარ გაურისკავთ. „ტორპედო“ 105-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, რადგან დავით ხურცილავამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო. საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა.

„ტორპედო“ თერთმეტი მეტიდან უშეცდომოდ გაისარჯა, ხოლო „გაგრამ“ ორჯერ ვერ გაიტანა. ჯერ ჯაბა ქასრელიშვილმა ზემოდან გადააცილა ბურთი კარს, ხოლო ერეკლე სულთანიშვილს როინ კვასხვაძემ აჯობა და თამაშიც დასრულდა.

„ტორპედომ“ მეოთხედ მოიგო საქართველოს თასი (1999, 2001, 2016, 2018), ხოლო „გაგრამ“ მეორე ფინალი ითამაშა და პირველად დამარცხდა. ახლა, ხომუტოვის გუნდს მთავარი ბრძოლები წინ ელოდება, რადგან ეროვნულ ლიგაში აღზევების შანსი აქვს.

კახა ჩხეტიანმა კი სეზონი უტიტულოდ ისევ არ დაასრულა. მას შემდეგ, რაც „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელია, იმერლები ერთი ტიტულის მოგებას მაინც ახერხებენ: 2016 წელს თასი, 2017 წელს ჩემპიონობა და სუპერთასი, ხოლო 2018 წელს ისევ თასი. ძალიან კარგი შედეგია.

შედეგად, „ტორპედომ“ ევროპა ლიგაზე თამაში გაინაღდა. სხვათა შორის, თასის ფინალში დაფიქსირებული შედეგით, შანსი გაუჩნდათ „ჩიხურასა“ და გორის „დილაც“, რადგან ეროვნული ლიგის მეოთხე ადგილი ევროსაგზურის მომტანი იქნება...

„გაგრა“ – „ტორპედო“ 2:2 პენ: 2:4 (1:0)

ბათუმი, „ანგისას ბაზა“

„გაგრა“ (5-3-2): შევჩუკი; ხოსიტაშვილი, სამხარაძე (ივანიაძე 110), კილაძე, გ. გაფრინდაშვილი, ხაბელაშვილი (ლომსაძე 87); კაკიაშვილი, სულთანიშვილი, ცაცკრიალაშვილი (ქასრელიშვილი 81); თ. გაფრინდაშვილი, სპანდერაშვილი (მათიაშვილი 65)

მწვრთნელი: დენის ხომუტოვი

„ტორპედო“ (4-2-3-1): კვასხვაძე; გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ხურცილავა; ცინცაძე (კუხიანიძე 93), გიგაური (წიქარიძე 71); დოლიძე, ქიმაძე (ლაჩნი 54), კუტალია; კაპანაძე (დაფე 46)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 1:0 სპანდერაშვილი (37), 1:0 ხაბელაშვილი (49), 2:1 ლაჩნი (74), 2:2 ლაჩნი (90, პენ)

პენალტების სერია: 0:1 კობახიძე, 1:1 კაკიაშვილი, 1:2 წიქარიძე, 1:2 ქასრელიშვილი (ააცილა), 1:3 გეგეჭკორი, 2:3 თ. გაფრინაშვილი, 2:4 ლაჩნი, 2:4 სულთანიშვილი (მეკარე)

გაფრთხილება: კაკიაშვილი (10), ხაბელაშვილი (72), მათიაშვილი (90) - ხურცილავა (62, 105), კუტალია (65)

გაძევება: ხურცილავა (105)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.111915
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X