სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:03 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" გაუგებრობაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დიუსელდორფის „ფორტუნას“ ბელგიელ ფორვარდ დოდი ლუკებაკიოს ალბათ 2018 წლის 24 ნოემბერი არასდროს დაავიწყდება. შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნის“ შეფებსა და ფანებს ეს დღე დაავიწყდეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ადვილად არ მოხდება.

მიუნხენის „ბაიერნისთვის“ მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად რომ დაიწყო, ამას დიდი ექსპერტობა და სპეციალისტობა არ სჭირდება. ეს თვალნათლივ სჩანს და ეს ცალსახაა. ნიკო კოვაჩის მიუნხენური დღეები კი შესაძლოა დათვლილიც იყოს. ფაქტია, გერმანულ მანქანას რაღაც მწყრობში ვერ აქვს და სასწრაფოდ შეკეთებას ექვემდებარება.

„დიუსლედორფი“ მიმდინარე სეზონში არცთუ ძლიერად გამოიყურება და მეტიც, დიდი ანგარიშებითაც აგებს. უშვებს ბევრ გოლსაც. ბევრი გოლი „ალიანც არენაზე“ გაუშვა, მაგრამ ისტორია მაინც დაწერა. მეოცე წუთისთვის ნიკლას ზულესა და ტომას მიულერის გოლებით „ბაიერნი“ დამაჯერებლად გავიდა წინ და თითქოს სამი ქულა ადვილად უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირველ ტაიმში აწ ხსენებულმა ლუკებაკიომ ერთი გოლი გაქვითა და გუნდები ანტრაქტზე ასეთი ანგარიშით გავიდნენ - 2:1.

მეორე ნახევარის დასაწყისში მიულერმა დუბლი შეასრულა და ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა. შეხვედრაც მშვიდი დასასრულისკენ მიდიოდა, მაგრამ „ბაიერნს“ გამარჯვება არ ეწერა. საშინლად ირჯებოდა კოვაჩის გუნდის დაცვის ხაზი, რომლის სინდისზეა სამივე გოლიც. ბელგიელმა ლუკებაკიომ კი ბოძებული შანსები მშვენივრად გამოიყენა. 77-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და სხვაობა შეამცირა, ხოლო მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე მასპინძელთა დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა და ლუკებაკიომ ჰეთ-თრიქი შეასრულა! დიახ, ამ საღამოს დოდი ვერასდროს დაივიწყებს. „ბაიერნის“ საქმებიი კი ვერ მიდის კარგად. ლიდერთან ჩამორჩენა უკვე 9 ქულაა და ეს იყო ზედიზედ მესამე მოუგებელი შეხვედრა.

დორტმუნდის „ბორუსია“ მშვენივრად სარგებლობს „ბაიერნის“ უხასიათობით და წინ შეუფერხებლად მიიწევს. ლუსიენ ფავრის გუნდის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა და მორიგი სამი ქულა მაინცში მოიპოვა. თუმცა, ეს არ ყოფილა ადვილი. კვლავ გაიტანა პაკო ალკასერმა, რომელიც გერმანულმა გუნდმა პარასკევს ოფიციალურად გამოისყიდა „ბარსელონადან“. პაკოს გოლს „მაინცმა" გოლით უპასუხა, მაგრამ 76-ე წუთზე ლუკას პიშჩეკის გატანილი გოლით „დორტმუნდმა“ მაინც მოიგო, 30 ქულა დააგროვა და კომფორტულად იმყოფება პირველ ადგილზე.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია „შალკეს“ გამარჯვება, რომლისთვის მიმდინარე სეზონი არ დაწყებულა კარგად, მაგრამ „ხუმარები“ ნელ-ნელა ფერზე მოდიან და ქულებს აგროვებენ. გელზენკირხენულმა გუნდმა „ნიურნბერგს“ უმასპინძლა და ადვილადაც დაამარცხა.

თრილერი შედგა ბერლინში, სადაც „ჰერტამ“ და „ჰოფენჰაიმმა“ ქომაგები გაამხიარულეს. „სოფლელები“ მთელი თამაშის განამვლობაში წინ იყვნენ და სამი ქულაც ახლოს იყო, მაგრამ „ჰერტამ“ მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და უხვგოლიანი შეხვედრა გადაარჩინა. ლეჩკიესა და ლაზაროს გოლებით ბერლინელებმა 1 ქულა მაინც მოიპოვეს.

„ბაიერნი“ – „დიუსელდორფი“ 3:3 (2:1)

მიუნხენი, „ალიანც არენა“

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ზულე, ალაბა; ხავი მარტინესი, სანჩესი (რაფინია 80); გორეცკა, მიულერი (ჰუმელსი 90), რიბერი (რობენი 71); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

„დიუსელდორფი“ (4-1-4-1): რენსინგი; ციმერმანი, ბომუტი, კამინსკი, გისელმანი; ბოჯეკი (ჰენინგსი 85); ციმერი, სტოგერი, ფინკი (კარამანი 76), უსამი (რამანი 70); ლუკებაკიო

მწვრთნელი: ფრიდელმ ფუნკელი

გოლები: 1:0 ზულე (17), 2:0 მიულერი (20), 2:1 ლუკებაკიო (44), 3:1 მიულერი (58), 3:2 ლუკებაკიო (77), 3:3 ლუკებაკიო (90)

გაფრთხილება: ფინკი (69)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (5) – 9 (5) ბურთის ფლობა: 78%-22% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: სვენ იაბლონსკი

„მაინცი“ – „დორტმუნდი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 პაკო ალკასერი (66), 1:1 ქუაისონი (70), 1:1 პიშჩეკი (76)

„აუგსბურგი“ – „აინტრახტი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 დე გუზმანი (1), 0:2 ჰალერი (47), 0:3 რებიჩი (68), 1:3 კორდოვა (90)

„ჰერტა“ – „ჰოფენჰაიმი“ 3:3 (1:2)

გოლები: 0:1 დემირბაი (1), 0:2 კრამარიჩი (10), 1:2 იბიშევიჩი (12), 1:3 ბიჩაკჩიჩი (55), 2:3 ლეჩკიე (71), 3:3 ლაზარო (87)

„ვოლფსბურგი“ – „ლაიფციგი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 რუსილონი (50)

„შალკე“ – „ნიურნბერგი“ 5:2 (2:1)

გოლები: 1:0 სკრჟბსკი (26), 2:0 ჰარიტი (32), 2:1 პალასიოსი (38), 3:1 ბურგშტალერი (70), 3:2 ჟრელაკი (78), 4:2 სკრჟბსკი (84), 5:2 ოჩჟიპკა (90)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.209156
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X