ფეხბურთი

17:30 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ESPN-ის ცნობით, ფრანგი შემტევი ლიგა 1-ის დამდეგ მატჩს გამოტოვებს „ტულუზას“ წინააღმდეგ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მოედანზე გასვლას შეძლებს.

შეგახსენებთ, მბაპემ საფრანგეთისა და ურუგვაის ნაკრებთა სპარინგში მხრის ტრავმა მიიღო და 36-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინვე, ასევე სპარინგში პსჟ-ს კიდევ ერთი ლიდერი, ბრაზილიელი ნეიმარი დაშავდა.

0.126299