ფეხბურთი

3:59 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports-ის გამოკითხვა, საუკეთესო გოლი: ჩაკვეტაძე, კანკავა, ბეილი, ისკო...

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი მკითხველს გამოკითხვას სთავაზობს და ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლს ამ გზით ავლენს.

გამოცემამ 10 გოლი შეარჩია და აქედან ორი ქართულია: გიორგი ჩაკვეტაძის გოლი ყაზახეთთან (ასტანაში) და ჯაბა კანკავას გოლი ლატვიის ნაკრების კარში.

აღსანიშნავია, რომ ქართველები ზემოხსენებულ გამოკითხვაში რაჰიმ სტერლინგის, გარეთ ბეილისა და ისკოს კონკურენტები არიან.

ხმის მიცემა კი, მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ: Sky Sports-ის გამოკითხვა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11316