ფეხბურთი

17:27 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი "მილანს" დათანხმდა

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მზადაა ევროპაში და კერძოდ, „მილანში“ დაბრუნდეს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, 37 წლის შევდმა ფეხბურთელმა უკვე თანხმობა განაცხადა, რომ იანვრიდან „შავ-წითელთა“ რიგებში ითამაშოს.

საუბარია 6-თვიან იჯარაზე, რადგან ახლა MLS-ში ხანგრძლივი პაუზაა და იბრას შეუძლია სხვა გუნდის რიგებში გაისარჯოს. მსგავსი ფორმულით ამერიკიდან ევროპაში ფეხბურთელები ადრეც წამოსულან და კონკრეტულად „მილანსაც“ აქვს გამოცდილება, როდესაც დევიდ ბექჰემი დაიმატა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2010-2012 წლებში თამაშობდა და მოგვიანებით განაცხადა, რომ პსჟ-ში საკუთარი ნებით არ გადასულა, ადრიანომ გალიანიმ მასთან შეთანხმება დაარღვია და პარიზულ გუნდში გაყიდა.

0.112566