სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:29 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეფასება: გლადიატორი კანკავა, დირიჟორი კვეკვესკირი და შეუდარებელი ჩაკვეტაძე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ყველაზე კარგი შედეგით, 16 ქულით გავიდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 2018 წლის ბოლო შეხვედრა ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაატარა და წამრატებული წელი გამარჯვებით დაასრულა.

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალებამდე ჯერ ძალიან ადრეა და ის 2020 წლის მარტში გაიმართება. ერთი შესწორებაც, ბევრი ფიქრობს, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფები 2019 წლის ივნისში გაიმართება, მაგრამ ასე არაა. 2019 წლის ივნისში გაიმართება მხოლოდ და მხოლოდ A დივიზიონის პლეი-ოფები, ე.წ ოთხთა ფინალი, სადაც ერთა ლიგის ჩემპიონიც გამოვლინდება და მასში ოთხი გუნდი, ჰოლანდია, ინგლისი, პორტუგალია და შვეიცარია ითამაშებენ.

აი, დანარჩენი სამი დივიზიონის (B, C და D) პლეი-ოფები (ნახევარფინალები და ფინალი) 2020 წლის მარტში შედგება. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლი დასრულდება. ხსენებული შესარჩევი ეტაპის წილისყრა კი 3 დეკემბერს გაიმართება და საქართველო მეოთხე კალათაში იქნება განთესილი, რაც ასევე სასიამოვნო სიახლეა.

ეს იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს ნაკრებმა თავის დივიზიონში ყველაზე მეტი ქულით დაასრულა ასპარეზობა. ჩვენ ამ ნიუანსებზე კიდევ დავწერთ, თუმცა იქამდე, წლის ბოლო შეხვედრაში ფეხბურთელების შეფასებები WORLDSPORT.GE-ს ვერსიით...

გიორგი ლორია 6.5 - ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ როდესაც გუნდს გადარჩენა დასჭირდა, გადაარჩინა. პირველი ტაიმის შუაწელს დაცვის ხაზი ჩავარდა და გიორგისთან პირისპირ მურტაზაევი დარჩა, რომელსაც საქართველოს ნაკრების კიპერმა ფეხით აუღო და გუნდი გოლისგან იხსნა. გაშვებულ გოლში ბრალს ვერ დავდებთ. მთლიანობაში ანდორასთან დაშვებული შეცდომის შემდეგ კარგი პასუხი იყო.

ოთარ კაკაბაძე 6 - თამაში აქტიურად დაიწყო და ფლანგიდან შეტევაში ჩართვას არ ერიდებოდა. კარში პირველი ზუსტი დარტყმაც და ამასთან, სახიფათო დარტყმაც მის აქტივშია. თუმცა, ეს არ ყოფილა მისი საუკეთესო თამაში და საკმაოდ ბევრჯერ დაკარგა ბურთი. ერთხელ საჯარიმოსთან ფეხი ააცილა ბურთს და კვირკველიამ დააზღვია დროულად, თორემ, ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა ყაზახთან შეტევა.

დავით ხოჭოლავა შ.გ - კაკაბაძე 86-ე წუთზე შეცვალა და დაცვის ცენტრში კვირკველიას შეუწყვილდა. მისი თამაში ამ ეტაპზე შეფასების გარეშე დარჩა.

სოლომონ კვირკველია 7 - დაცვაში უდაოდ გამორჩეული იყო. ვარდნებით არაერთი შეტევა ჩაშალა, რამდენჯერმე დროულად დააზღვია თანაგუნდელები და გამოასწორა მათი შეცდომები. ეს ნამდვილად იყო ისეთი თამაში, მისგან რომ ვართ მიჩვეული.

გურამ კაშია 6.5 - კაშიამაც რამდენჯერმე კარგად დააზღვია დანარჩენები. შეტევებს ხშირად იწყებდა და გუნდს ლიდერობდა. საგოლე შანსიც ჰქონდა მეორე ტაიმის სტარტზე, ოდნაც ააცილა კარს. პირველ ტაიმში ერთი შეცდომა ჰქონდა ოზიციური, როდესაც მუჟიკოვის პასი ფეხებშუა გაუძვრა და ყაზახი ფორვარდი ლორიასთან პირისპირ დარჩა. სხვა განსაკუთრებული არაფერი დაუშავებია. გაშვებული გოლის დროსაც სტუმარი შემტევი სწორედ მას გაექცა, მაგრამ აქ შეგვიძლია თამაშგარე მდგომარეობაზეც ვისაუბროთ. თუმცა, გადაჭრითაც ვერ ვიტყვით...

ლაშა დვალი 6.5 - მისთვის მარცხენა ფლანგი უცხო არაა, მაგრამ მაინც ძალიან ძნელია, როდესაც კლუბში ცენტრალურ მცველად თამაშობ, ნაკრებში ფლანგზე გაისარჯო. თუმცა არ ჰქონია ურიგო შეხვედრა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. დაცვაში დამაჯერებელი იყო და ერთხელ შეტევაში ვაკო გვილიას მაგრად გაატანა ბურთი. მეორე ტაიმში და მეტწილად თამაშის ბოლოსკენ ცოტა არ იყოს, დაღლილობა შეეტყო.

ნიკა კვეკვესკირი 7 - დირიჟორი! არ ვიცი, ჩემთვის უცნაურია, რომ „ტობოლში“ თამაშობს. ვფიქრობ, ბევრად მეტი შეუძლია და იმსახურებს. ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა და მისი კრეატიულობა თვალშისაცემი იყო. შეტევებს ყოველთვის სწორ გაგრძელებს უძებნიდა, ერთხელ ვაკო ყაზაიშვილი მეკარეს დროული გადაცემით შეატოვა.

ჯაბა კანკავა 7.5 - გლადიატორი! უდიდესი ფიგურაა კაპიტანი ნაკრებში. ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ორ თამაშში (ანდორასთან და ყაზახეთთან). ვაისიც აღიარებს, რომ როდესაც ჯაბა მოედანზეა, გუნდს სხვა სულისკვეთება აქვს. შესაძლოა, პასების მხრივ მოიკოჭლებდეს, მაგრამ ჩაშლაში უდიდეს სამუშაოს ასრულებს. რამდენი ვარდნა და თანაც შედეგიანი! ნამდვილი გლადიატორივით იბრძოდა მინდორზე და არაფერი დაუთმია არცერთი მოწინააღმდეგისთვის. ერთხელ ჰქონდა წუნი, როდესაც ხელოვნურ თამაშგარეში ვერ დატოვა მურტაზაევი, მაგრამ ლორიამ გადაარჩინა ნაკრები გაშვებულ გოლს.

გიორგი მერებაშვილი 7.5 - ალბათ, საქართველოს ნაკრების მაისურით საუკეთესო თამაში ჰქონდა. ანგარიში გახსნა, მაგრამ აქ გოლში არაა საქმე. გიორგიმ დიდი სამუშაო შეასრულა და დაცვას შედეგიანად ეხმარებოდა. შეიძლება ითქვას 90 წუთი არ გაჩერებულა და მოედნის არცერთ მონაკვეთზე ადვილად არაფერი დაუთმია. რაც მთავარია, გაიტანა გოლიც, რომელიც ჩაკვეტაძის შემოქმედებას მოჰყვა, მაგრამ კარგად გაიხსნა და ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, თამაშის ბოლოს, მასზე ყაზახები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და ამით გუნდს მეცა დასვენების, ამოსუნთქვის შესაძლებლობა. ნამდვილად კარგი მატჩი ჰქონდა.

ვაკო გვილია 6 - წინაზეც ვთქვით. ვაკო გვილიასგან მეტი მოლოდინი გვაქვს. რატომ? იმიტომ, რომ შეუძლია და ეს არაა ჩვენი ილუზიები. ადრეც დაამტკიცა, რო მაღალ დონეზე ბურთაობა ხელეწიფება. უბრალოდ, ახლა არაა სათანადო და საუკეთესო კონდიციებში, რაც კლუბში შემცირებული სათამაშო პრაქტიკით აიხსნება.

ნიკა კაჭარავა 6.5 - მას ძალიან ბევრი კრიტიკა დაატყდა თავს ბოლო დროს. ასეთ დროს ადვილი არაა თამაში, მაგრამ ნიკას შეუძლია ფეხბურთის თამაში. ვაისმა მაშინ შეუშვა მინდორზე, როდესაც საქართველო 1:0 იგებდა და სლოვაკის გათვლა ალბათ, ასეთ იყო: დასვენებულ, ფიზიკურად ძლიერ კაჭარავას ყაზახი მცველები უფრო მეტად უნდა შეეწუხებინა. თქვენი არ ვიცით, მაგრამ მეორე გოლში მისი როლი განუზმოლად დიდია. ყაზაიშვილს ბურთი ქუსლით დიდოსტატურად გაატანა და ასე დაიბადა გიორგი ჩაკვეტაძის მეორე გოლი, რომელიც გადაწმყვეტიც აღმოჩნდა.

გიორგი ჩაკვეტაძე 10 - მოდით, მაქსიმალური ქულით შევაფასოთ და არამარტო ამ თამაშის, არამედ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები თამაშების გამო. უშუალოდ ყაზახეთთან შეხვედრას რაც შეეხება, ვერ გააჩერეს. რაც მოისურვა ყველაფერი გააკეთა. ბურთის მიღება და გულშემატკივრის იმედის ჩასხვა ერთი იყო. ორივე გოლში მისი როლია მთავარი. ჯერ იყო და ბეისებეკოვს ისე გაექცა, ალბათ ყაზახმა თვალიც ვერ მოჰკრა და მერებაშვილს იდეალური გადაცემა გაუკეთა. მერე, ყაზაიშვილისგან მიიღო კარგი პასი და შესრულება იყო საჭირო. ეს კი, ნამდვილად არ უჭირს... ის მხოლოდ 19 წლისაა და უდიდესი ტალანტი აქვს. მთავარია, შრომა არ დაეზაროს და ფეხბურთის თამაშზე სრული კონცენტრაცია მოახდინოს. დანარჩენი ყველაფერი აქვს. ბრავო!

გიორგი აბურჯანია შ.გ - გიორგი მოედანზე მსაჯის კომპენსირებულ დროში გამოჩნდა და დაახლოებით 1 წუთი ითამაშა. ეს დრო რა თქმა უნდა, ფეხბურთელის შესაფაასებლად საკმარისი არაა.

ვაკო ყაზაიშვილი 6 - მეორე ვაკოც არაა იდეალურ ფორმაში. მეტიც, შორსაა. ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებისთვი შეუცვლელი მოთამაშეა, თორემ ასეთ კონდიციებში მყოფი შესაძლოა ბევრს სკამზეც დაესვა. ვაკო სხვების ფონზე ინერტულად ირჯებოდა, რამდენიმე შეტევა მის მიერ არაზუსტი მოქმედების შედეგად ჩაიშალა, მეორე გოლის გატანის რეალური შანსი მას ჰქონდა, მაგრამ ვერ გაისარჯა კარგად. დარტყმა შეეძლო, არ დაარტყა, პასი გააკეთა ნიკა კაჭარავას მიმართულებით, თამაშის მერე თქვა, მინდოდა მას გაეტანაო, მაგრამ ძალიან ცუდი იყო გადაცემა, ვერ ივარგა. ჩაკვეტაძემ მიუსწრო და ძელმა იხსნა ყაზახეთი. თუმცა, 84-ე წუთზე, მთლიანობაში არცთუ ეფექტური თამაში დააბალანსა საგოლე პასმა. სწორედ მან გაუკეთა ჩაკვეტაძეს გადაცემა, როდესაც გიორგიმ ყაზახთა კარი მეორედ დალაშქრა.

ვლადიმირ ვაისი 7 - გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. პრინციპში საკრიტიკოც ამ კონკრეტულ თამაშში ბევრი არაფერია. გაუმართლა იმ შემადგენლობამ, რომელიც მოედანზე გაიყვანა. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლდა ტრავმების გამო და თანაც, მნიშვნელოვანი ფიგურები. თუმცა, ვაისმა მაინც დააბალსან შემადგენლობა და გუნდმა ჯგუფური ეტაპი საუკეთესო შედეგით დაასრულა. ვაისს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჩაკვეტაძე ჰყავს საქართველოს ნაკრებს, მაგრამ ასეა ფეხბურთშიც, ინდივიდები ქმნიან გამარჯვებებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.1122
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X