ფეხბურთი

16:11 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ყაზახეთის მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა მატჩი სრული ანშლაგით ჩაივლის. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

აღსანიშნავია, რომ ბილეთი სიმბოლური ფასი, 1 ლარი ღირდა. ეს, სფფ-ის სპეციალური აქციის ფარგლებში, რადგან სურთ, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩზე საზეიმო განწყობა იყოს. საინტერესოა, რომ თითოეულ სკამზე თეთრი და წითელი ფერის ფლაერები იქნება დალაგებული და გულშემატკივარი სტადიონს საქართველოს დროშის ფერებში შემოსავს (ნიმუში ფოტოზე).

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105204