ფეხბურთი

3:25 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "100%-ით დავიხარჯებით"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ყაზახეთთან მატცამდე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველო გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს და მთავარ მიზანი უკვე შეასრულა - ჯგუფიდან გავიდა.

„რაც მთავარია, დასახულ პირველ მიზანს მივაღწიეთ, ჯგუფიდან გავედით ოთხი ტურის შემდეგ. ანდორასთან თამაშში კი ხარვეზები იყო, რაც ხდება, რადგან 6 თამაშიდან ერთის ჩაგდება ყოველთვის შესაძლებელია. წინასწარ 5 თამაშში 13 ქულა რომ დაგვეგემა, ალბათ ყველა თანახმა იქნებოდა და ამიტომ, ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ.

მხოლოდ ამ ერთ თამაშზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან დიდად არაფრის მომცემი თამაში იყო. დიახ, მოგების შემთხვევაში ნახევარფინალში სახლში თამაშს გავინაღდებდით, მაგრამ ახლაც გვაქვს ამის შესაძლებლობა და სწორედ ამისთვის ვემზადებით ძალიან სერიოზულად. გვინდა, რომ გავიმარჯვოთ და 100%-ით დავიხარჯებით“, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა მატჩი დღეს, „დინამო არენაზე“ 21 საათზე დაიწყება. სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, ამ დროისთვის 47 ათასი ბილეთია რეალიზებული.

0.11889