ფეხბურთი

19:35 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" დე იონგში 70 მილიონს იხდის

მანჩესტერ "სიტი" მზადაა "აიაქსის" 21 წლის ჰოლანდიელ ნახევარმცველში, ფრენკი დე იონგში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას The Mirror-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ინგლისელები უახლოეს დღეებში ჰოლანდიელებს აღნიშნულ თანხას შესთავაზებენ. გავრცელებული ინფორმაციით დე იონგის გადაბირებით "ბარსელონა" და "რეალიც" არიან დაინტერესებულები.

დე იონგს "აიაქსთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

ფრენკი "აიაქსში" 2016 წლიდან თამაშობს, ყველა ტურნირზე ერთად 50 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118251