კალათბურთი

23:40 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბათუმმა" "კაკტუსი" 89:85 დაამარცხა

საკალათბურთო სუპერლიგის მე-2 ტური დღეს ბათუმში გაიხსნა, სადაც ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ “კაკტუსი” ჩავიდა. ორივე გუნდს პირველი ტურის მატჩები მოგებული ჰქონდა: “ბათუმმა” “რუსთავს” სძლია, ხოლო “კაკტსუსმა” – “ოლიმპს”.

ბათუმის სპორტსკოლაში გამართულმა მატჩმა სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიარა და მაყურებელს არც უნანია. გუნდებმა საკმაოდ საინტერესო ბრძოლა გააჩაღეს, რომლის გამარჯვებულიც ბოლო წუთზე გამოვლინდა. მასპინძლებმა საწყისი პერიოდი 1 ქულით მოიგეს, თუმცა შემდეგ 10-ქულიან ლიდერობას დაეპარტონნენ. “კაკტუსი” არ ტყდებოდა და ძირითადად ზუსტი შორი სროლებით მასპინძლებს იმედიანად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა.

ბოლო პერიოდში თბილისურმა გუნდმა მოახერხა თამაშის გათანაბრება, ხოლო ჩამორჩენა ბოლოსწინა წუთზე 2 ქულამდე შეამცირა. გადამწყვეტი სიტყვა ნოდარ გოგოძემ და შონ ჰილმა თქვეს, რომლებმაც უნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდეს და “ბათუმს” გამარჯვება გაუნაღდეს – 89:85.

სწორედ გოგოძემ – 24 ქულით – და შონ ჰილმა (16) ულიდერეს მასპინძლებს. სტეფან ანდრეევიჩმა შეხვედრა ორმაგი დუბლით – 14 ქულით და 13 მოხსნით დაასრულა. “კაკტუსში” 18-18 ქულით ბრაიან გლასფორდი და ჯალენ მაკგაუჯი გამოირჩნენ. ბექა ჩიკვილაძის ანგარიშზე 17 ქულა დაგოვდა.

სუპერლიგის მე-2 ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა ხვალ, 17 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

ბათუმი – კაკტუსი
სტატისტიკა: 89:85

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115226