სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:35 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდორა VS საქართველო - მეხუთე გამარჯვების მოლოდინი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ადგილი დაბევებული აქვს, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ იძლევა. წინ ჯგუფური ეტაპის ორი მატჩია და ორივე მოსაგებია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

პირველ ყოვლისა ჯგუფიდან საუკეთესო შედეგი ნახევარფინალურ ეტაპზე მასპინძლობის უფლებას იძლევა და ამასთან, სულ მალე გაიმართება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპი წილისყრა. სადაც, საქართველოს ნაკრები შესაძლოა მეოთხე კალათაში მოხვდეს. ეს, იმ შემთხვევაში თუ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს საუკეთესო შედეგით დაასრულებს.

მოკლედ, ყაზახეთთან (19 ნოემბერს) და იქამდე დღეს, ანდორის ნაკრებთან მატჩებში მაქსიმუმია საჭირო.

ამას კარგად ხვდებიან ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბიც. ყოველშემთხვევაში მატჩისწინა კომენტარებში ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის დარჩენილ ორ შეხვედრაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია.

ვაისის არჩევანი

ვლადიმირ ვაისმა მატჩამდე დიდი ცვლილებები არ დააანონსა, მაგრამ აღნიშნა, რომ შეიძლება 2-3 პოზიციაზე ახალი ფეხბურთელები გამოვცადოო. ეს მოსალოდნელიცაა, თუმცა ძირეულ ცვლილებებს არ ველოდებით.

მეკარე - კარს ისევ გიორგი ლორია დაიცავს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 თვეა უკლუბოდაა, ვაისი მას ენდობა და ახლაც უნდა დაეყრდნოს.

დაცვა - დაცვის ხაზის ცენტრალურ ტანდემს სოლომონ კვირკველია და გურამ კაშია დააკომპლექტებენ, ხოლო მარჯვენა ფლანგს ოთარ კაკაბაძე გაამაგრებს. აი, მარცხენა ფლანგზე შესაძლოა ცვლილება იყოს. გიორგი ნავალოვსკი ფავორიტია, თუმცა, არ დავივიწყოთ ლაშა დვალი, რომელსაც ბოლო შეხვედრაში ენდო ვაისი და შეგირდმა ნდობაც გაუმართლა. და, ჯიმი ტაბიძე, რომელიც ბოლო დროს „უფაში“ ამ პოზიციაზე ჩინებულად ირჯება. არაა გამორიცხული ვაისმა სწორედ მას დაავალოს მარცხენა ფლანგის კონტროლი.

ნახევარდაცვა - ტრადიციულად საქართველოს ნაკრები ორი საყრდენი ნახევარმცველით ითამაშებს. ერთი ნიკა კვეკვესკირი იქნება, რომელიც მიმდინარე ერთა ლიგაზე ჩინებულად თამაშობს და ვაისიც ენდობა. აი, მეორე კი, სავარაუდოდ გიორგი აბურჯანია. სწორედ ის იახლა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვაისმა. ჯაბა კანკავამ ახლახან მოირჩინა ტრავმა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ შეხვედრაში კაპიტანი მოედანზე თავიდანვე ვიხილოთ. თანაც, ხელოვნურსაფარიან მინდორზე... აი, ვაკო გვილიას კარიერაში რთული პერიოდია. ის არაა ფორმაში, ბოლო დროს „ლუცერნის“ განაცხადშიც ვერ ხვდება.

შემტევი ტრიო - ფორვარდს უკან სამი შემტევი ფეხბურთელი გაირჯება. გიორგი ჩაკვეტაძისა და ვაკო ყაზაიშვილის მხრივ კითხვის ნიშანი არ არსებობს. აი, ვინ იქნება მესამე? სავარაუდოდ, ვახტანგ ჭანტურიშვილი. ეს გარკვეულწილად ვაისმა დააანონსა კიდეც. თუმცა, არც ლუკა ზარანდიას გამოჩენა იქნება გასაკვირი.

ფორვარდი - ორი არჩევანია: ნიკა კაჭარავა და ბაჩანა არაბული. არაა გამორიცხული ძირითად შემადგენლობაში სწორედ უნგრული „პუშკაშ აკადემიის“ წევრი ვიხილოთ.

შედეგად, მივიღეთ ასეთი სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; აბურჯანია, კვეკვესკირი; ჭანტურიშვილი, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე; არაბული

ლაზარეთი

საქართველოს ნაკრების ლაზარეთი ცარიელი არასდროსაა. მართლაც ძნელია ასეთი შემთხვევის გახსენება... ვაისმა ამასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით თითქმის ვერასდროს შეიკრიბა. ამჯერად, ტრავმირებულები არიან გიორგი მაკარიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მჭედლიძე. შესაბამისად, სანაკრებო სიაში საერთოდ ვერ მოხვდნენ. ტრავმირებული არაა, მაგრამ მძიმე ტრავმის მერე ფორმაში არ იმყოფება ჯანო ანანიძე და რისკზე წასვლა არც იყო საჭირო. ამიტომ, ვაისმა ჯანო ამ ეტაპზე შემადგენლობის მიღმა დატოვა.

მეტოქე

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრები ანდორაში ისტორიაში პირველად ითამაშებს. ერთი თვის წინ კი საერთოდაც პირველად დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. მეტოქეზე კი რა უნდა ითქვას? ფეხბურთელთა სახელ-გვარები უბრალოდ არაფერს გეტყვით და ისინი ნახევრად პროფესიონალები არიან. თუმცა, სანამ ოქტომბერში, თბილისში წააგებდა, იქამდე ერთი წლის განმავლობაში თამაში არ ჰქონდა წაგებული.

2017 წლის 25 მარტს, ფარერებთან ფრე (0:0) და იმავე წლის 9 ივნისს, ისტორიული გამარჯვების დროც დადგა – ანდორამ 13-წლიანი პაუზის მერე, ოფიციალური თამაში მოიგო და ევრო 2016-ის მერვედფინალისტი უნგრეთი დაამარცხა (1:0)!

მას შემდეგ იყო რამდენიმე წარუმატებელი მატჩი და შემდეგ წაუგებელი სერიის ჯერიც დადგა: ანდორის ნაკრებმა ლიხტენშტეინი (1:0) დაამარცხა, ხოლო კაპე ვერდესთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, ლატვიასთან და ყაზახეთთან დაზავდა. სხვათა შორის, არწაგებას ვინ ჩივის, ყაზახი იური ლოგვინენკოს გოლით დასრულდა ანდორელთა მშრალი სერია, რადგან იქამდე მიჯრით 455 წუთის განმავლობაში გოლი არ ჰქონდათ გაშვებული...

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ანდორელთათავის ეს საამაყო სერია საქართველომ დაასრულა. ხოლო თბილისში წაგების შემდეგ ჯუჯა სახელმწიფოს წარმომადგენლები ასტანაში ყაზახეთთან განადგურდნენ (0:4).

ანდორის ნაკრებს კოლდო ალვარესი წვრთნის. 48 წლის სპეციალისტი ესპანელია და საფეხბურთო კარიერის დროს მეკარის პოზიციაზე ირჯებოდა. ერთ დროს მადრიდის „ატლეტიკოს“ მეორე გუნდშიც ირიცხებოდა, მაგრამ მისი კარიერა საოცნებოდ არ განვითარებულა. საბოლოოდ კი, ანდორის ნაკრებში ითამაშა და 1998-2009 წლებში ამ ქვეყნის უპირველესი გუნდის კარი 78 შეხვედრაშიც დაუცავს.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას - რა უნდა ვთქვათ, ანდორის ნაკრები 2010 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ აქაა. ბოლო დროს ეს პატარა სახელმწიფო მართლაც პროგრესს განიცდის და ძნელია ამაში კოლდოს ღვაწლი არ დავინახოთ.

საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდი

ბოლოს, ხუთი თვის წინ, ლუქსებურგთან სპარინგში წავაგეთ. ეს ცუდია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ვაისის გუნდმა ძალზე გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა.

მანამდე კი იყო სამი მოგებული სპარინგი გოლგაუშვებლად. ლიტვასთან (4:0), ესტონეთთან (2:0) და მალტასთან (1:0). განსაკუთრებით პირველ-ორ თამაშში მაღალი ხარისხის ფეხბურთი იყო და იმედი გაჩნდა. საქართველომ სწორედ ამ მატჩებში ისწავლა პირველ ნომრად თამაში და დღესაც იგივეს ველოდებით. ბურთი უნდა გვქონდეს და მეტოქეს თამაში უნდა ვუკარნახოთ.

ერთა ლიგაზე კი კარგად ვიცით: ვაისის გუნდმა ჯერ ასტანაში ყაზახეთი დაამარცხა (2:0), ხოლო შემდეგ თბილისში, ლატვიასთან მეტად მძიმე თამაშში, მაგრამ მაინც მოიპოვა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა. მესამე ტურში „ჯვაროსნებმა“ ანდორა დაამარცხეს 3:0, ხოლო ამას მოჰყვა რიგაში ამავე ანგარიშით ლატვიასთან გამარჯვება, რამაც ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად მოგვიტანა. მოკლედ, ერთა ლიგაზე ჩინებული შედეგით ვიწონებთ თავს: 4 თამაში, 4 მოგება, 9 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი!

ისე კი, 2018 წელსაც მოსაწონი შედეგები გვაქვს: 8 თამაში, 7 მოგება, 1 წაგება, 16 გატანილი და ერთადერთი გაშვებული გოლი. ამას თუ 2017 წლის მიწურულს, ბოლო ორ წაუგებელ მატჩებსაც დავუმატებთ (კვიპროსთან 1:0 და ბელარუსთან 2:2), უფრო სერიოზულ და კარგ შედეგთან გვექნება საქმე...

ცხადია, ასეთ დიდებულ სერიას გაგრძელება სჭირდება...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114763
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X