კალათბურთი

20:34 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დელტას" ახალი პასუხისმგებლობა
"დელტამ" ახალი გამოწვევა მიიღო. კლუბმა ნოდარ ახალკაცის სახელობის მეცხრე საჯარო სკოლასთან მემორანდუმი გააფორმა. ეს თანამშრომლობა მეჩვიდმეტე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარის, პარლამენტის წევრის სოფიო კილაძის ინიციატივით მოხდა. "დელტა" მეცხრე საჯარო სკოლის მოზარდებს კალათბურთს ასწავლის, ბავშვებს სპორტის მიმართულებით სწორ განვითარებაში დაეხმარება. მემორანდუმი მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კალათბურთის უფასოდ შესწავლას, როგორც თეორიული, ასევე - პრაქტიკული მიმართულებით. ეს ბავშვებს პროფესიულად ჩამოყალიბებაში, ფიზმომზადებასა და განვითარებაში შეუწყობს ხელს. მემორანდუმის მთავარი მიზანი სპორტის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფიო კილაძემ, მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა გიგაურმა და "დელტას" პრეზიდენტმა ირაკლი შარვაძემ. ეს "დელტაა". და ჩვენ ცხოვრების ჯანსაღ წესს ვიცავთ.
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144782