ფეხბურთი

16:00 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" მორიგი რეკორდი

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ რეკორდების დამყარებას აგრძელებს. „ბებერმა ქალბატონმა“ სერია A-ს 12 ტურში 34 ქულა (11 მოგება, 1 ფრე) მოიპოვა და ასეთი შედეგი ისტორიაში არცერთ იტალიურ გუნდს არ ჰქონია.

გარდა ამისა, „იუვე“ ტოპ ხუთი ჩემპიონატიდან ერთადერთი გუნდია, რომელსაც 2018 წელს სტუმრად თამაში არ წაუგია. ტურინელებმა აქამდე 16 გასვლითი შეხვედრა ჩაატარეს, 13-ჯერ იმარჯვეს და 3-ჯერ ფრეს დასჯერდნენ. და კიდევ, ბოლო 16 შეხვედრაა, რაც არ დამარცხებულა (შიდა ჩემპიონატში) – 14 მოგება, 2 ფრე.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „მილანი“ სტუმრად მარიო მანჯუკიჩისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით დაამარცხა.

თეგებიიუვენტუსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09866