სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

17:56 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ათენის ოლიმპიური ქალაქი ოლიმპიადიდან 14 წლის შემდეგ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ხშირია შემთხვევები, როდესაც დიდი სპორტული ღონისძიებები ხელისუფლებებისა და დაინტერესებული წრეების მიერ პოლიტიკური მიზნებითაა გამოყენებული. როდესაც სპორტული ფორუმის სრულდება, დავიწყებას ეძლევა ის აუცილებლობაც, რომ ამგვარი ტურნირების დანატოვარი ინფრასტრუქტურა მისახედია და ეს ცხადია საკმაო ხარჯებთანაცაა დაკავშირებული.

ამის ნათელი მაგალითია 2004 წელს, სპეციალურად ზაფხულის ოლიმპიადისათვის აგებული ათენის ოლიმპიური ქალაქი, რომელიც ცხადყოფს, რომ პოპულისტი და უუნარო ხელისუფლების ხელში სპორტი მხოლოდ და მხოლოდ მასებზე ზემოქმედების ინსტრუმენტია და სხვა არაფერი.

ათენის ზაფხულის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურა დღეს სავალალო დღეშია და ამის მხილველი საკუთარი თვალით გავხდი. საბერძნეთის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო იმ უზარმაზარი ვალების გადახდა, რაც ოლიმპიადის მასპინძლობის გამო აიღეს, ვერ შეძლეს სპორტული ინფრასტრუქტურის მათ რეალობაზე მორგება და იქ სადაც ათი წლის წინ დიდი რეკორდები მყარდებოდა, სადაც ორმა ქართველმა ათლეტმა ოქროს მედლით გაგვახარა, დღეს მხოლოდ სპორტის ორიოდე სახეობის მოზარდთა კლუბის ფუნქციონირებს.

გაპარტახებულია სარბენი ბილიკები, მომსპარია დარბაზები, ამორტიზებულია სხვადასხვა სახეობებისთვის აგებული სპორტული არენები და რაც ყველაზე ცუდია, ადგილობრივ სპორტის მოყვარულებს უკვე სრულიად აქვთ დაკარგული იმის იმედი, რომ რეალობა იოტისოდენად მაინც გამოსწორდება.

ათენის ოლიმპიური ქალაქის დღევანდელი მდგომარეობა ყველას ნათლად გვაჩვენებს, თუ რატომაა ცუდი და არასასურველი ისეთი ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ვალების აღებაზე ფიქრობს და საერთოდ არ იღებს პასუხისმგებლობას თუნდაც იმაზე, რაც დიდი წვალებით გაკეთდა და მომავალშიც მისახედია.

ფულის დახარჯვა ადვილი საქმეა და ყველა მარტივად მოახერხებდა ამას, მაგრამ ერთია როდესაც ნასესხებ ფულს ხარჯავ და მეორეა, როდესაც საერთოდ არ განაღვლებს ამ საქმის განგრძობადობა და საბოლოო შედეგი. ჩინოსნურ ენაზე ამას “პასუხისმგებლობის მოხსნა“ ქვია, ჩვენი, რიგითი მოქალაქეების ენაზე კი უნამუსობა და მაიმუნობა.

შეიძლება მავანმა გვითხრას, რომ ბერძნები რამენაირად მიხედავენ საკუთარ თავს და ჩვენ უმჯობესია აქაურ სადარდებელს მივხედოთო. ვერ დავეთანხმები ამის მთქმელ ხალხს. ჯერ ერთი სპორტი ყველასია და მინიმუმ დანაშაულია, როდესაც კარგი და მილიონებად ღირებული სპორტული ინფრასტრუქტურა ნადგურდება, მეორეც - ჩვენი ქვეყნის ახლანდელი და წარსული ისტორიაც დაამოწმებენ საქართველოში მომხდარ მსგავს ფაქტებს, როდესაც რაღაც გაკეთებულა, აშენებულა და მერე მავანთა უპასუხისმგებლობისა და დანაშაულებრივი გულგრილობის გამო განადგურებულა.

ეს ყველაფრთან ერთად ძალიან ცუდი მაგალითია მომავალი თაობებისთვისაც, რომლებიც ხედავენ, თუ როგორ შეიძლება მოეპყრან ადამიანები სპორტს, როგორც ფენომენს და როგორ მეორეხარისხოვნად აქციონ რიგითი გადამხდელი მოქალაქეები, ვინც პატიოსნად ავსებენ ბიუჯეტებს და მერე ამ ბიუჯეტებს ხელისუფლებები თავქარიანად ფლანგავენ. ბოლოს და ბოლოს, გული გეტკინება ადამიანს...

ლევან სეფისკვერაძე ათენიდან

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.155393
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X