ფეხბურთი

19:17 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: "ზიანის განზრახ მიყენება არ მინდოდა" (+VIDEO)

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი ისევ ყურადღების ცენტრშია. „სამეფო კლუბისა“ და „ვიქტორია პლზენის“ შეხვედრის დასაწყისში ესპანელმა მცველმა მეტოქეს, მილან ჰაველს სახეში იდაყვი ჩაარტყა და ფეხბურთელს ცხვირი გაუსკდა.

საბოლოო, 24 წლის ფეხბურთელი მოედანზე კიდევ 20 წუთის განმავლობაში დარჩა და ტაიმის მიწურულს იძულებული გახდა სამწვრთნელო შტაბისთვის შეცვლა მოეთხოვა.

თამაშის შემდეგ რამოსმა ტვიტერში დაწერა, რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია:

„მილან, ჩემი მიზანი არ ყოფილა განზრახ ზიანის მოყენება. იმედია, მალე დაბრუნდები“, - დაწერა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „რეალმა“ ჩეხეთის ჩემპიონი 5:0 დაამარცხა და 9 ქულას მოუყარა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11041