სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

4:37 | 8.11.2018 | ნანახია 1532 - ჯერ

"მანჩესტერის" ზღაპრული ქამ-ბექი (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურიც მიილია. მეორე სათამაშო დღეს ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერმა“ მორიგი ქამ-ბექი შემოგვთავაზა და ტურინში საოცრად დრამატულ სტილში მოიგო. „სიტიმ“ „შახტართან“ ივარჯიშა, ხოლო სანტიაგო სოლარი „რეალის“ თავკაცის პოსტზე შეუჩერებელია.

E ჯგუფი

საქმე ისე მოდის, რომ ამ ჯგუფში ინტრიგა აღარ გვექნება. ყოველშემთხვევაში სასწაულის იმედზე დარჩენილი „ბენფიკა“, ხოლო ათენის აეკ-ს უკვე აღარანაირი შანსი არ აქვს.

მიუნხენის „ბაიერნმა“ საბერძნეთის ჩემპიონს უმასპინძლა და დაგეგმილი სამი ქულა მიითვალა. ნიკო კოვაჩის გუნდი მეტოქეს ძალიან აღემატებოდა, თუმცა მოკრძალებულ ანგარიშს დასჯერდა - 2:0 ორივე გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. „ბაიერნს“ 10 ქულა აქვს და გალიდერდა ქვეჯგუფში.

ამსტერდამის „აიაქსმაც“ დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფისკენ. ჰოლანდიური გრანდი ლისაბონში ჩავიდა, სადაც უშუალო კონკურენტ „ბენფიკას“ შეხვედა და არ უნდა წაეგო. არც წააგო, 4-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა და სავარაუდოდ, მომდევნო ტურში მერვედფინალის საგზურსაც გაიფორმებს.

„ბაიერნი“ - აეკ 2:0 (1:0) VIDEO

მიუნხენი, „ალიანც არენა“

მაყურებელი: 70 000

„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; მიულერი, ხავი მარტინესი, გორეცკა; გნაბრი (სანჩესი 87), ლევანდოვსკი (ვაგნერი 90), რიბერი (რაფინია 84)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

აეკ (5-3-2): ბარკასი; ბაკაკისი, ლაბროპულოსი, ჩიგრინსკი, კოშიჩი, ჰულტი; იალანოპულოსი (გალო 78), სიმოესი, ალეფი (მორანი 67); პონსე, მანტალოსი (ბოიე 79)

მწვრთნელი: მარინოს უზუნიდისი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (31, პენ), 2:0 ლევანდოვსკი (71)

გაფრთხილება: კოშიჩი (29), სიმოესი (64), ლამბროპულოსი (67)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 1 (0) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: მატეი იუნგი (სლოვენია)

„ბენფიკა“ – „აიაქსი“ 1:1 (1:0) VIDEO

ლისაბონი, „და ლუჟი“

მაყურებელი: 51 328

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ალმეიდა, დიასი, ჟარდელი, გრიმალდო; ფერნანდესი (პიცი 75), ფეისა, გაბრიელი; სალვიო (რაფა სილვა 48), ჟონასი (სეფეროვიჩი 55), სერვი

მწვრთნელი: რუი ვიტორია

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, დე ლიგტი, ბლინდი, ტალიაფიკო; დე იონგი (ვუბერი 86), შონე, ვან დე ბეკი; ნერეში (დოლბერგი 74), ტადიჩი, ზიეჩი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლები: 1:0 ჟონასი (29), 1:1 ტადიჩი (61)

გაფრთხილება: ჟონასი (39), ფეისა (45), ჟარდელი (70) - ტალიაფიკო (34), დე ლიგტი (42), ვან დე ბეკი (72), ტადიჩი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 7 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 1:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

F ჯგუფი

„მანჩესტერ სიტიმ“ დავით ხოჭოლავას „შახტარი“ არ დაინდო და გააცამტვერა - 6:0. პეპ გვარდიოლას გუნდი დროის გასვლასთან ერთად უმატებს და უფრო საშიში ხდება. მართალია, უკრაინული გუნდი საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ მაინც. დონბასელთა რიგებში სათადარიგო იყო ხოჭოლავა. „სიტის“ 9 ქულა დაუგროვდა და წესით პირველ ადგილზე გასვლა აღარ გაუჭირდება.

გაცილებით საინტერესო და დაძებული იყო მეორე მატჩი. ეს მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან „ლიონი“ და „ჰოფენჰაიმი“ მეორე ადგილისთვის იბრძვიან. ორი კვირის წინ გერმანიაში გუნდებმა დიდებული სანახაობა დადგეს (3:3) და არც ახლა დაუკლიათ არაფერი. „ლიონმა“ თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და პირველივე ტაიმში ორი ბურთით დაწინაურდა. მერე, „ჰოფენჰაიმი“ კაცნკალული დარჩა და თითოქს ფრანგებს მშვიდად უნდა მოეგოთ... თუმცა, არა. სწორედ უმცირესობაში დარჩენილმა ზინსჰეიმელებმა შემოაბრუნეს თამაში და ქულა წაიღეს სახლში. მიუხედავად ამისა, „ლიონი“ 6 ქულით მეორე პოზიციაზე დარჩა და კონკურენტთან სამქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

„ლიონი“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:2 (2:0)

ლიონი, „პარკ ოლიმპიკი“

მაყურებელი: 53 850

„ლიონი“ (5-3-1-1): ლოპეში; რაფაელი, დენაიერი, მარსელო, მორელი, მენდი; ნდომბელე (ჩეიკი 88), ტუსარტი, ოუარი; ფეკირი (დემბელე 74); დეპაი (ტრაორე 87)

მწვრთნელი: ბრუნო ჟენეზიო

„ჰოფენჰაიმი“ (3-4-3): ბაუმანი; ნუჰუ, ვოგტი, ბიჩაკჩიჩი; კადერაბეკი, გრილიტში (ნელსონი 57), დემირბაი (ნორდვეიტი 79), შულცი; ბელფოდილი (შალაი 67(, ჟოელინტონი, კრამარიჩი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 1:0 ფეკირი (19), 2:0 ნდომბელე (28), 2:1 კრამარიჩი (65), 2:2 კადერაბეკი (90)

გაფრთხილება: დენაიერი (6), მორელი (90) - ნუჰუ (19,51), გრილიტში (43), ბიჩაკჩიჩი (48), ვოგტი (72), ჟოელინტონი (72)

გაძევება: ნუჰუ (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (12) – 12 (7) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: დანი მაკეილე (ჰოლანდია)

„მანჩესტერ სიტი“ – „შახტარი“ 6:0 (2:0) VIDEO

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

მაყურებელი: 52 286

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): მორაეში; უოლკერი (დანილო 61), სტოუნსი, ლაპორტე, ზინჩენკო; ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო (დელფი 76), დავიდ სილვა (გუნდოგანი 73); მაჰრეზი, გაბრიელ ჟესუსი, სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; მატვიენკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი; სტეპანენკო, , მაიკონი (პატრიკი 77); ტაისონი (ნემი 77), კოვალენკო, ბოლბატი; მორაეში (კაიოდე 63)

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

გოლები: 1:0 დავიდ სილვა (13), გაბრიელ ჟესუსი (24, პენ), 3:0 სტერლინგი (49), 4:0 გაბრიელ ჟესუსი (72, პენ), 5:0 მაჰრეზი (84), 6:0 გაბრიელ ჟესუსი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (8) – 6 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

G ჯგუფი

სანტიაგო სოლარიმ „რეალი“ აშარად გამოაფხიზლა. სამი სხვა და სხვა ტურნირი, სამი გამარჯვება. ორი კვირის წინ მადრიდში „რეალმა“ „პლზენი“ ოდენ 2:1 დაამარცხა, ხოლო ახლა ჩეხეთში გაილაღა და უკვე პირველივე ტაიმში იგებდა 4:0-ს... წერტილი ტონი კროოსმა ულამაზესი გოლით დასვა - 5:0.

მოსკოვში, ცსკა-მ „რომას“ უმასპინძლა და ვერაფერი გააწყო. იტალიურმა გუნდმა მორიგი სამი ქულა მიითვალა და პრაქტიკულად გასულია ჯგუფიდან.

ამ დროისთვის ესპანელებსა და იტალიელებს რუსებთან 5-ქულიანი ჰანდიკაპი აქვთ და ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს უპირატესობა რომელიმემ გაანიავოს.

ცსკა - „რომა“ 1:2 (0:1) VIDEO

მოსკოვი, „ლუჟნიკი“

მაყურებელი: 64 454

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; ფერნანდეში (შენიკოვი 12), ნაბაბკინი, ბეკაო, მაგნუსონი; ბიოლი, ახმეტოვი (ხოსონოვი 76); ვლაშიჩი, სიგურდსონი (ჩერნოვი 64), ობლიაკოვი; ჩალოვი

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

„რომა“ (4-2-3-1): ოლსენი; სანტონი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; კრისტანტე, ნზონზი; ფლორენცი (ჟუან ჟესუსი 88), პელეგრინი (ძანიოლო 82), კლუივერტი (ჯენგიზ იუნდერი 70); ჯეკო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესო

გოლები: 0:1 მანოლასი (4), 1:1 სიგურდსონი (51), 1:2 პელეგრინი (59)

გაფრთხილება: მაგნუსონი (30, 56)

გაძევება: მაგნუსონი (56)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 14 (6) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

„პლზენი“ – „რეალი“ 0:5 (0:4) VIDEO

პლზენი, „დუსან არენა“

მაყურებელი: 11 483

„პლზენი“ (4-2-3-1): ჰრუშკა; რეჟნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; ჰროსოვსკი, პროჩაჟკა; ჰაველი (პეტრჟელა 38), ჩერმაკი (ჰორავა 61), კოპიჩი; ჩორი (რეჟნიჩეკი 80)

მწვრთნელი: პაველ ვრბა

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; ოდრიოზოლა, ნაჩო, სერხიო რამოსი (სანჩესი 59), რეგილონი; კროოსი (ისკო 73), კაზემირო, სებალიოსი; ვასკესი, ბენზემა (ვინისიუსი 62), ბეილი

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

გოლები: 0:1 ბენზემა (21), 0:2 კაზემირო (23), 0:3 ბენზემა (37), 0:4 ბეილი (40), 0:5 კროოსი (67)

გაფრთხილება: ნაჩო (53)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 12 (6) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:14 თამაშგარე: 3:8

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

H ჯგუფი

„ვალენსიამ“ „იანგ ბოიზს“ უმასპინძლა და დაამარცხა. „ღამურებმა“ შანსი დაიტოვეს და მერე ტურინისკენ გაიხედეს, სადაც „იუვენტუსი“ თუ მოიგებდა, მათი შანსი რეალური გახდებოდა.

„იუვენტუსი“ დღის ცენტრალურ მატჩში ამარცხებდა კიდეც „მანჩესტერ იუნაიტედს“, მაგრამ საბოლოოდ თავად დამარცხდა. 85 წუთის განმავლობაში „იუვე“ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ძალიან ბევრჯერ შეეძლო გატანა. თუმცა, ერთხელ გაიტანა, როდესაც ლეონარდო ბონუჩის ფანტასტიკური პასი კრიშტიანუ რონალდუმ ფანტასტიკური გოლით დაასრულა. ეს პორტუგალიელის პირველი გოლია „იუვენტუსის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე. ტურინელებს იქამდეც და მერეც არაერთი მაგარი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მომენტები ქარს გაატანეს. ბოლოს კი დაისაჯნენ.

86-ე წუთზე ხუან მატამ ჯარიმა დაარტყა დიდებულად, ხოლო 4 წუთში ეშლი იანგის კიდევ ერთი სტანდარტულის მერე, ვოიცეხ შჩესნიმ ვერ ითამაშა დამაჯერებლად, ჯერ ლეონარდო ბონუჩის მოხვდა ბურთი, მერე ალექს სანდროს და კარში შევარდა. „იუნაიტედმა“ ზღაპარში მოიგო. თუმცა, ასეთია ფეხბურთი, საგოლე მომენტებსაც გამოყენება უნდა. ამ თამაშზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "იუნაიტედმა" კი არ მოიგო, არამედ "იუვემ" წააგო...

„იუვენტუსი“ ისევ ლიდერია 9 ქულით, ხოლო „მანჩესტერს“ ორით ნაკლები აქვს. „ვალენსიას“ შანსი დარჩა, მაგრამ მიზერულია, რადგან მხოლოდ 5 ქულა აქვს და გაცილებით რთული კალენდარი, ვიდრე კონკურენტებს.

„ვალენსია“ – „იანგ ბოიზი“ 3:1 (2:1) VIDEO

ვალენსია, „მესტალია“

მაყურებელი: 36 480

„ვალენსია“ (4-4-2): ნეტო; ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია; სოლერი, კოკელნი, კონდოგბია (ვეზუ 87), გედეში (ტორესი 75); როდრიგო, სანტი მინა (გამეირო 68)

მწვრთნელი: მარსელინო ტორალი

„იანგ ბოიზი“ (4-4-2): ვან ბალმუსი; მბაბუ, ლაუპერი, ვონ ბერგენი, ბენიტო; ფასნახტი (ნსამე 61), სოუ, სანოგო, ნგამალეუ (სულეიმანი 46); ოარო (ებიშერი 75), ასალე

მწვრთნელი: გერარდო სეოანე

გოლები: 1:0 სანტი მინა (14), 1:1 ასალე (37), 2:1 სანტი მინა (42), 3:1 სოლერი (56)

გაფრთხილება: სანტი მინა (22), გაია (30), სოლერი (81) - ნგამალეუ (18), მბაბუ (35), ბენიტო (38), ლაუპერი (57), ბერგენი (67)

გაძევება: სანოგო (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 8 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 6:5

მსაჯი: ისტვან კოვაჩსი (რუმინეთი)

„იუვენტუსი“ – „მანჩესტერი“ 1:2 (0:0) VIDEO

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 41 470

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო (ბარძალი 83), ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა (მატუიდი 65), პიანიჩი, ბენტანკური; კუადრადო (მანჯუკიჩი 90), რონალდუ, დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„მანჩესტერი“ (4-3-3): დე ხეა; იანგი, ლინდელოფი, სმოლინგი, შოუ; ერერა (ფელაინი 79), მატიჩი, პოგბა; ლინგარდი (რაშფორდი 70), სანჩესი (მატა 79), მარსიალი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 რონალდუ (65), 1:1 მატა (86), 1:2 ალექს სანდრო (90, ა.გ)

გაფრთხილება: ალექს სანდრო (55), დიბალა (75) - მატიჩი (12), ერერა (75), მარსიალი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 6(3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:42 | 13.11.2018
ogafa (8216)

ყოჩაღ

07:18 | 12.11.2018
araza-1918 (4770)

სალომეს იურა მეჩიტოვმა ალჯაზირასთან ინტერვიუში ქართველებს დაგვაბრალა 20 ანგელოზი გოგონას მოკვდინება 9 აპრილს

20:12 | 08.11.2018
Tifoz Di MALDINI (18623)

ამიტომ მიყვარს მანჩესტერი, როგორი უსახურიც არ უნდა იყოს. სასწაულს თამაშებს ატრიალებენ. ბარსელონაში ჩატარებული ფინალი არასოდეს დამავიწყდება.

სტატისტიკა
0.234898