ფეხბურთი

21:45 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: "ვამაყობ, რომ "რეალის" ფანები მისტვენენ"

მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებმა „ვალიადოლიდთან“ მატჩში (2:0) გუნდის კაპიტან სერხიო რამოსს უსტვინეს. ამასთან დაკავშირებით ესპანელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საამაყოა.

„გულშემატკივრებთან განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ. მე „რეალის“ კაპიტანი ვარ და ვამაყობ, რომ ფანები მისტვენენ.

მესმის გულშემატივრების და ფეხბურთელების, მაგრამ საბოლოო ჯამში მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ჩვენ ვართ და ჩვენ შეგვიძლია სიტუაციის შეცვლა.

„ვალიადოლიდათან“ პირველი გოლის შემდეგ ყველაფერი ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდა და ქომაგებმა ჩვენი მხარდაჭერა დაიწყეს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება „რეალის“ მწვრთნელი“, ჩვენ ყოველთვის სიკვდილამდე ვიბრძოლებთ. იმედია, რომ სოლარი დაგვეხმარება ამ რთულ მომენტში“, - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალს“ 11 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109168