ავტოსპორტი

5:36 | 5.11.2018 | ნანახია 694 - ჯერ

ბიძინაშვილი და თავართქილაძე საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში. რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა ჩემპიონატის ბოლო, მე-6 ეტაპს უმასპინძლა, რომლის ბოლო სამი რბოლაც კვირას გაიმართა. ლეჯენდსის კლასში ჩემპიონი არჩილ ბიძინაშვილი გახდა, რომელმაც ბოლო რბოლაც დაძაბულ რბოლაში მოიგო. ფორმულა „ალფას“ კლასში კი ჩემპიონი სანდრო თავართქილაძე გახდა, ვინც სეზონის ბოლო რბოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ბოლო ეტაპის მეორე დღეს ხუთი რბოლა გაიმართა - პირველი დღის პროგრამას, რომელშიც ფორმულა „ალფას“, ლეჯენდსის და ტურინგის რბოლები შედიოდა, ამჯერად ვეტერანთა ორი რბოლაც დაემატა, რომელთაგან ერთში, ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკების მრბოლთა გარდა, მონაწილეობა ცნობილმა ბულგარელმა მრბოლმა, სტოიან აპოსტოლოვმაც მიიღო.

გახსნის ცერემონიის შემდგ, სტარტზე პირველები ლეჯენდსის რბოლის მონაწილეები დადგნენ. თუ პირველ რბოლაში, გამარჯვებისთვის ძირითადად სამმა პილოტმა იბრძოლა, ამჯერად მოწინავეთა რიგებს გიორგი ბეჟიტაშვილი და ჯანკატ ჰურმოგლუც დაემატნენ. მართალია, მათ დაწინაურების შესაძლებლობა არ მიეცათ, თუმცა რბოლის ბოლო ნაწილი, მოწინავე სამეულის კვალშ ედგნენ.

თავიდან ისევ ჰარალდ შლეგელმილხი დაწინაურდა, შოთა აფხაზავა და ბიძინაშვილი კი მეორე ადგილისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს. შემდეგ ბიძინაშვილმა იმარჯვა და ზედზედ ორივე მეტოქე ჩამოიტოვა. ოღონდ, ლიდერის პოზიციაში დიდხანს არ ყოფილა. აფხაზავამ ჯერ ლატვიელს გაასწრო, შემდეგ კი პელოტონს სათავეში მოექცა. არც მისი ლიდერობა გაგრძელებულა დიდხანს. მას ჯერ ბიძინაშვილმა გაუარა, შემდეგ კი შლეგელმილხმა, რომელიც მალე დაწინაურდა კიდეც. მოკლედ, მთელი რბოლის განმავლობაში, ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ კი ბიძინაშვილმა იმარჯვა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. შლეგელმილხი მას სულ რაღაც, 0.027 წამით ჩამორჩა.

ამ გამარჯვებით, ბიძინაშვილმა საქართველოს ჩემპიონის წოდებაც გაინაღდა.

ფორმულა „ალფას“ რბოლის უკანა რიგებიდან დაწყებამ მოუწია პირველი რბოლის გამარჯვებულ თავართქილაძეს, თუმცა პირველივე წრეზე შეძლო დაწინაურება და აქედან მოყოლებული, ახლოს არავინ გაიკარა.

მეორე ადგილისთვის კი საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა „ესტონია 21-ით“ მოასპარეზე ანდრეი ოლეინიკოვს, შლეგელმილხს, არტემ კაბაკოვსა და დავით რამიშვილს შორის. საბოლოოდ, ლატვიელმა მეორე ადგილის დაკავება შეძლო, კაბაკოვს არ გაუმართლა, რამიშვილმა კი ლარიონოვი ჩამოიტოვა და მესამე ადგილიც დაისაკუთრა. თავართქილაძემ ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

დაახლოებით მსგავსი სცენარი ვიხილეთ ტურინგის რბოლაშიც, რომელიც შოთა აფხაზავამ, ვინც ლეჯენდსის მის მიერ მოდიფიცირებული ავტომობილით ასპოარეზობდა, ბოლო პოზიციიდან დაიწყო და სწრაფად შეძლო პელოტონის სათავეში გადანაცვლება. ოღონდ, მხოლოდ ერთ მეტოქეს ვერ გადაასწრო. ეს ერთი დათა ქაჯაია იყო, რომელმაც ამჯერად ადვილად მოახერხა სარბოლო „ფოლკსვაგენ პოლოთი“ მოასპარეზე ვლადიმირ ჩერევანის ჩამოტოვება და ბოლომდე არავისთვის მიუცია დაწევის შანსი. ჩერევანს აფხაზავამაც სწრაფადვე გაუარა და მეორე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ვეტერანების რბოლებს, ისინიც არანაკლებ საინტერესო გამოდგა. პირველ რბოლაში, სტარტიდან ლიდერობას ოთარ არჯევანიძე დაეუფლა და ბოლომდე ლიდერობდა კიდეც, მაგრამ შეცდომით, ფინიშამდე რამდენიმე ათეული მეტრით ადრე დააგდო სიჩქარე და ამით ოლეკსიი ვარავინს გასწრების საშუალება მისცა. მესამე ადგილი სტოიან აპოსტოლოვმა დაიკავა.

მეორე რბოლის პირველივე მოსახვევში, ავარია მოუვიდათ ბელარუს სერგეი ბელკოს და სომეხ არსენ სარკისოვს, რომელთა მანქანებიც საევაკუაციო შეიქნა. განხლებულ რბოლაში კი დაძაბული პაექრობა გამართეს რუსმა ალეკსანდრ პოტეხინმა და ჯემალ გულარდაშვილმა. თავიდან ქართველი დაწინაურდა, მაგრამ შუა რბოლისას პოტეხინმა, ვინც სოლიდური ასაკის მიუხედავად, ახლაც პერიოდულად მონაწილეობს ხოლმე რბოლებში, შეძლო დაწინაურება და გამარჯვებაც მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში

მე-6 ეტაპი, 2018 წლის სეზონის დახურვა, პირველი დღე

ლეჯენდსი (10 წრე)

  1. არჩილ ბიძინაშვილი (საქართველო) 19:29.807
  2. ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 0.027
  3. შოთა აფხაზავა (საქართველო) 0.924
  4. გიორგი ბეჟიტაშვილი (საქართველო) 1.950
  5. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 2.010
  6. კონსტანტინე კოლიაშვილი (საქართველო) 12.012
  7. გიორგი კირვალიძე (საქართველო) 13.993
  8. გიორგი კიკნაძე (საქართველო) 14.581
  9. ალეკსეი ხაიროვი (რუსეთი) 31.734
  10. იბრაგიმ ახმადოვი (ჩეჩნეთი) 59.176
  11. არტემ კაბაკოვი (რუსეთი) 8 წრე
  12. სანდრო ცხადაძე (საქართველო) 8 წრე

ფორმულა ალფა (10 წრე)

  1. სანდრო თავართქილაძე (საქართველო) 18:50.239
  2. ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 7.869
  3. დავით რამიშვილი (საქართველო) 14.113
  4. ვიტალი ლარიონოვი (რუსეთი, ესტონია 21) 15.079
  5. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 27.246
  6. ანდრეი ოლეინიკოვი (რუსეთი) 42.092
  7. დავით ბაგრატიონი (საქართველო) 42.694
  8. ზაზა დუდაური (საქართველო) 1:13.473
  9. არტემ კაბაკოვი (რუსეთი) 8 წრე

BMW კომპაქტი და ტურინგ 1600, აბსოლუტური (12 წრე)

  1. დათა ქაჯაია (ჰონდა სივიკი, საქართველო) 23:55.097
  2. შოთა აფხაზავა (ლეჯენდსი, საქართველო) 6.455
  3. ვლადიმირ ჩერევანი (VW პოლო, რუსეთი) 11.809
  4. ანდრეი სტეპანოვი (მიტჯეტი, რუსეთი) 44.277
  5. პეტრ პლოტნიკოვი (ჰონდა სივიკი, რუსეთი) 1:20.007
  6. იბრაგიმ ახმადოვი (VW პოლო, ჩეჩნეთი) 1:32.289
  7. ილია კაშინი (ლადა კალინა, რუსეთი) 1:34.773
  8. კონსტანტინე კოლიაშვილი (BMW, საქართველო) 2:05.330
  9. შერვინ პუშინი (BMW, ირანი) 1 წრე
  10. ნიკოლოზ კობოსნიძე (BMW, საქართველო) 1 წრე
  11. სტეპან ანუფრიევი (ლადა კალინა, რუსეთი) 9 წრე
  12. ვურალ აკი (მიტჯეტი, თურქეთი) -

ვეტერანები (ლეჯენდსი, რბოლა 1, 5 წრე)

  1. ოლეკსიი ვარავინი (უკრაინა) 8:16.465
  2. ოთარ არჯევანიძე (საქართველო) 0.090
  3. სტოიან აპოსტოლოვი (ბულგარეთი) 0.913
  4. იუზეფ მალევსკი (ლიტვა) 7.456
  5. გარეგინ სიმონიანი (სომხეთი) 27.135
  6. ანდრის სტალსი (ლატვია) 47.689

ვეტერანები (ლეჯენდსი, რბოლა 2, 5 წრე)

  1. ალეკსანდრ პოტეხინი (რუსეთი) 8:13.010
  2. ჯემალ გულარდაშვილი (საქართველო) 0.659
  3. იური სეროვი (უკრაინა) 1.990
  4. რიმგაუდას სტატნიკასი (ლიტვა) 2 წრე
  5. სერგეი ბელკო (ბელარუსი) 5 წრე
  6. არსენ სარკისოვი (სომხეთი) 5 წრე
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:16 | 10.11.2018
პანტელეიმონი (4071)

+1

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.133607