სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

18:25 | 2.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის ბოლო 20 წლის 20 გამორჩეული ფაქტი
TOP 20
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბოლო 20 წლის 20 გამორჩეული ფაქტის წარმომდგენია adjarabet.com - გართობის 20-წლიანი გამოცდილება;

ფორმულა ერთისთვის 20 წელი ძალიან ბევრია. ამ დროში დიდი პრიზების ცირკი რამდენიმე ეპოქას, უამრავ საინტერესო მოვლენას, გამარჯვებებს და ტრაგედიებსაც ატევს. რაც მთავარია, ისევე სწრაფად ვითარდება, როგორებიც მის რბოლებში მონაწილე ავტომობილებია. ამ ოც წელიწადში ფ1 ძალიან მოუახლოვდა საქართველოს. და საქართველომაც თავისი ნაბიჯი გადადგა ავტოსპორტის ელიტისკენ.

და როცა გინდა, ამ პერიოდის ყველაზე გამორჩეული პილოტები, გუნდები, ამბები და სიახლეები აარჩიო, ეს იოლი არ არის.

მაგრამ ჩვენ მაინც ვცადეთ და აი, რა გამოვიდა:

1. მიხაელ შუმახერი და ფერარი

ეს ოცწლეული, მიხაელ შუმახერის და ფერარის ეპოქაა - მათ მსოფლიო ჩემპიონის 5 ტიტული ერთად მოიპოვეს. შუმახერის ანგარიშზე სულ შვიდი ტიტულია. ამ და სხვა ბევრი მიღწევით, მას დიდი პრიზების ცირკში ბადალი არ მოეპოვება;

2. შუმახერი, ფეტელი, ჰამილტონი

ამ სამ პილოტზე, ბოლო ოცწლეულში მსოფლიო ჩემპიონის 14 ტიტული მოდის. აქედან 5-5 შუმახერს და უკვე ლუის ჰამილტონსაც ეკუთვნის, რომელმაც მეხუთე ახლახანს, მექსიკის დიდ პრიზზე გაინაღდა. 4 ტიტული სებასტიან ფეტელის ანგარიშზეა. ამავე პერიოდში, ფ1-ს კიდევ ორი დიდი ჩემპიონი - მიკა ჰაკინენი (მისი პირველი ტიტული ამ ოცწლეულს გარეთაა) და ფერნანდო ალონსო „შეეძინა“;

3. ჰიბრიდული აგრეგატების ეპოქა

ამ ოცი წლის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა, ჰიბრიდულ აგრეგატებზე გადასვლა იყო. ეს ავტოინდუსტრიის ტრენდის გამოძახილია, რომელსაც ფ1 რა თქმა უნდა, უახლესი იდეებით და გადაწყვეტებით ამარაგებს;

4. „მერსედესის“ დაბრუნება

გერმანული კომპანია ფ1-ს 1955 წლიდან (ლე მანის ტრაგედიის შემდეგ) აკლდა. ამ ოცწლეულში მან ჯერ ძრავების მიწოდებით დაიწყო და ჰაკინენთან, ჰამილტონთან და „მაკლარენთან“ ერთად, ამ რანგში ტიტულებსაც დაეუფლა. 2010 წლიდან კი ჩემპიონატში საკუთარი გუნდით მონაწილეობს. და რაც ჰიბრიდული ძრავების ეპოქა დაიწყო (2014 წლიდან), ხუთივე ჩემპიონატი დუბლით მოიგო;

5. ოცწლეულის გასწრება

2000 წელი, სპა ფრანკორშანი: მიკა ჰაკინენი (მაკლარენი) ო რუჟში კუდზე დააჯდა მიხაელ შუმახერს (ფერარი) და კემელის სწორზე, სლიპ სტრიმით გასწრება სცადა, მაგრამ გერმანელმა ბალახისკენ გარიყა. პირველი მანევრი წარუმატებელი გამოდგა. მაგრამ მიკამ მალე შეტევა გაიმეორა. ისევ ო რუჟში დაიწყო შეტევა და კემელის სწორზე კვლავ სლიპ სტრიმით გასწრება სცადა. ამ დროს, შუმახერმა რიკარდო ძონტას მარცხნიდან გაასწრო და თითქოს, ჰაკინენის შეტევაც უნდა მოეგერიებინა, მაგრამ ფინელმა სწრაფად შეაფასა სიტუაცია და ძონტას მარჯვნიდან გაუარა. და ლეს კომბსის S-ში შუმახერზე ადრე შევიდა.

ავტოსპორტში ბევრი ბრწყინვალე გასწრება შესრულებულა, მაგრამ ეს ალბათ არამხოლოდ ბოლო ოცი წლის, არამედ ავტოსპორტის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ გასწრებად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა თუ არაფერი, მასში მსოფლიოს ორი ჩემპიონი მონაწილეობდა!

6. შუმახერის ტრაგედია

მიხაელ შუმახერი ყველაზე სახიფათო სპორტის ყველაზე ტიტულოვანი პილოტია. მაგრამ მისთვის საბედისწერო სპორტის სხვა სახეობა გახდა - სამთო თხილამურები. 2013 წლის 29 დეკემბერს, საფრანგეთის ალპებში სრიალისას, შუმიმ კონტროლი დაკარგა და ლოდს შეასკდა. ინციდენტისას თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა...

7. ჟიულ ბიანკის ტრაგედია

მრბოლი ფრანგი ფორმულა 1-ის ბოლო მსხვერპლია. მას ფატალური ინციდენტი იაპონიის 2014 წლის დიდი პრიზის რბოლისას შეემთხვა. მისი „მარუსია“ საევაკუაციო ტრაქტორს შეეჯახა, რომელიც ტრასიდან ადრიან სუტილის „ზაუბერის“ გაყვანას ცდილობდა. პილოტმა თავის ტვინის უმძიმესი ტრავმა მიიღო და რამდნმე თვე კომაში გაატარა. 25 წლის ბიანკი 2015 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა...

8. „ბრაუნის“ ერთი სეზონი და ერთი ტიტული

როს ბრაუნი ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მენეჯერი და ინჟინრია. ის მიხაელ შუმახერის მიღწევების ერთ-ერთი თანაავტორია. „ბენეტონში“ (1994 და 1995 წლებში) და „ფერარიში“ (2000, 2001, 2002, 2003 და 2004 წლებში) მათ ერთად მოიპოვეს ტიტულები. მასვე 2009 წელს „ჰონდამ“ თავისი ფ1-ის გუნდი ჩააბარა, რომელსაც სახელად „ბრაუნი“ ეწოდა. იაპონურ შასიზე „მერსედესის“ ძრავი მოარგეს და ამ კომბინაციით, ჯენსონ ბატონმა 2009 წელს თავისი ერთადერთი ტიტული მოიპოვა. მოგვიანებით როსმა თავისი გუნდი „მერსედესს“ მიჰყიდა.

ეს მიღწევა იმით არის განსაკუთრებული, რომ თანამედროვე ფ1-ში, შასიზე ახალი ძრავის დაყენების შემდეგ, წარმატების მიღწევა თითქმის წარმოუდგენელია. მაგრამ როგორც ჩანს, არა შეუძლებელი!

9. ფ1 აზერბაიჯანში, სოჭში და თურქეთში

ფორმულა 1-მა გარს შემოგვიარა - ჯერ ისტანბულს ეწვია, რომელიც სამწუხაროდ, მალევე დატოვა, ამჟამად კი სოჭს და ბაქოს ყოველ სეზონში სტუმრობს. სამივე დიდი პრიზი საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანაში ტარდებ(ოდ)ა.

სამწუხაროდ, ფ1 ძვირი სიამოვნებაა და ამის გამო, ჩვენს ქვეყანას მასზე ხელი ჯერ არ მიუწვდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ძრავების სიმფონია საქართველოს არასდროს ასიამოვნებს...

10. „რედ ბულის“ არშემდგარი საჩვენებელი გარბენი რუსთაველზე

ეს 2016 წელს უნდა მომხდარიყო. „რედ ბული“ სარეკლამო-საჩვენებელ გარბენებს მთელს მსოფლიოში ატარებს. სხვათა შორის, 2014 წელს ასეთი გამოსვლა ბაქოში ჰქონდა, რასაც მოგვინებით, აზერბაიჯანის რბოლის კალენდარში ჩასმა მოჰყვა. მსგავსი გარბენი თბილისშიც იგეგმებოდა, რისთვისაც „რედ ბულის“ კავკასიის ოფისს, რუსთაველის გამზირი ჰქონდა შერჩეული. მაგრამ სამწუხაროდ, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა ავსტრიულმა კომპანიამ გეგმები შეცვალა;

11. რუსთავის ავტოდრომი

თანამედროვე ფ1-სკენ გზა კარტინგიდან იწყება. კარტინგამდე კი ავტოსპორტის პოპულარიზაციაა საჭირო. ამას შესაბამისი ინფრასტრუქტურა - სარბოლო ტრეკი სჭირდება, რათა იქ რბოლები ტარდებოდეს. ასპარეზობისას პილოტები აუცილებელ გამოცდილებას იძენენ და თუ გაუმართლათ (ფინანსების მხრივ), საერთაშორისო ასპარეზზეც გაიკაფავენ გზას.

ჩვენში ავტოსპორტის განვითარებისთვის, თანამედროვე სარბოლო ტრეკი აუცილებელი იყო. და ის რუსთავში, ძველი ავტოდრომის ადგილზე, აშენდა. რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი 2012 წლის გაზაფხულზე გაიხსნა. მასზე რეგულარულად ტარდება საქართველოს ჩემპიონატის ეტაპები. ერთხელ კი რუსთავმა TCR-ის სერიის საერთაშორისო სერიის პირველ ეტაპს უმასპინძლა, რომელთაგან ერთი დათა ქაჯაიამ მოიგო. საქართველოს ჩემპიონატის რბოლები ყოველთვის უშეღავათო ბრძოლებით გამოირჩევა. მათში უცხოელი პილოტებიც მონაწილეობენ.

ახლახანს მოტორპარკს კარტოდრომიც შეემატა, სადაც ქართველი მრბოლების ახალი თაობები გაიზრდება. და იმედია, აქ კარიერას ფ1-ის მომავალი ქართველი პილოტებიც დაიწყებენ - ხომ იცით, ყველა ჯარისკაცი გენერლობაზე ოცნებობს!

12. დათა ქაჯაია - ევროპის ჩემპიონი

გენერლობის თუ არა, ავტოსპორტში მაღალი რანგის „ოფიცრობის“ რეალური უნარი არაერთმა ქართველმა მრბოლმა გამოავლინა. მათ შორის ყველაზე წარმტებული კი დათა ქაჯაიაა, რომელსაც რუსთავის მოტორპარკი და იქ მიღებული გამოცდილება, კარგ ტრამპლინად გამოადგა. მისი სახით, საქართველოს ავტოსპორტში ევროპის ჩემპიონი ჰყავს. დათას გაცილებით მეტი შეუძლია, მაგრამ ამისთვის ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო...

13. სიგარეტის რეკლამის აკრძალვა

იყო დრო, როცა სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები, ფორმულა 1-ის საუკეთესო გუნდებს ასპონსორებდნენ. მერე კი მოხდა ისე, რომ სიგარეტის რეკლამის აკრძალვის კამპანია მთელს მსოფლიოს და მათ შორის, ფორმულა 1-საც მოედო. თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ თამბაქოს მილიონების გარეშე, ბევრ გუნდს გაუჭირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

სხვათა შორის, „ფერარის“ უმსხვილერსი სპონსორი კვლავაც „ფილიპ მორისია“, რომელსაც სულაც არ აღელვებს ის ფაქტი, რომ მარანელოელთა მანქანებს, მისი ლოგო აღარ ამშვენებს. „მარლბოროს“ მწარმოებლისთვის ისიც საკმარისია, რომ ის ფ1-ის ყველაზე წარმატებული საჯინიბოს პარტნიორია;

14. ბერნი ეკლსტოუნის ეპოქის დასასრული

ბერნი ეკლსტოუნი ის ადამიანია, ვინც ფორმულა 1 მომგებიან ბიზნესად და მყარ სტრუქტურად ჩამოაყალიბა. მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მათ შორის, ფ1-ში ბერნის ეპოქასაც. ასაკის მიუხედავად (88 წლისაა), ის დღესაც წარმატებით გაუძღვებოდა თავის საქმეს, მაგრამ დიდი პრიზების ცირკის კომერციულ უფლებათა მფლობელი „ფორმულა ვან გრუპი“, შარშან ამერიკულ „ლიბერტი მედიას“ მიჰყიდა. მისი ქონება 3.4 მილიარდი დოლარად არის შეფასებული;

15. ფორმულა E

ელექტრონული ფორმულა დროის გამოძახილია. არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის ადრე თუ გვიან, თვით ფორმულა 1-საც კი გაუწევს კონკურენციას. მაგრამ უხმო ფორმულას, ძრავების ღრიალი აშკარად აკლია. ფორმულა E-ს ჩემპიონატი 2014 წლიდან ტარდება და მისით ბევრი ავტოკომპანია დაინტერესდა, რომლებიც ავტოსპორტის ამ ახალი სახეობას, ახალი ტექნოლოგიების სერიულ ელექტრომობილებზე გადასანერგად იყენებენ. და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული ფორმულების რბოლებში, ფ1-ის არაერთი ყოფილი პილოტი ასპარეზობს;

16. ალექს ძანარდის ავარია

იტალიელ მრბოლს ფორმულა 1-ში ერთი მოგებაც არ აქვს. ის არის კარტ-ის სერიის ჩემპიონია, მაგრამ ფ1-ში დაბრუნების შემდეგაც თავი ვერაფრით გამოიჩინა - უბრალოდ, „უილიამსში“ მაშინ გადავიდა, როცა ეს გუნდი პოზიციებს თმობდა. ინდიკარ-ის 2001 წლის სეზონის გერანიის ეტაპზე, უმძიმეს ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორივე ფეხი დაკარგა.

მაგრამ სულით ძლიერი სპორტსმენი ამან ვერ გატეხა და ის უსწრაფესი ავტომობილებიდან, ინვალიდის ეტლით რბოლებზე, პარა ციკლინგზე გადაერთო. შედეგი ბრწყინვალეა: სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოს 10 და პარალიმპიური თამაშების 4 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული!

ძანარდი შესანიშნავი მისაბაძი მაგალითია მათთვის, ვისაც ცხოვრებამ მძიმე დარტყმა მიაყენა!

17. „ალფა რომეოს“ დაბრუნება

ამას განსაკუთრებულ მოვლენად ვერ მოვიხსენიებდით, რომ არა ერთი გარემოება - „ალფა რომეო“ ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონია! ჯუზეპე ფარინამ ფ1-ის პირველი ჩემპიონის ტიტული სწორედ მილანური კომპანიის ავტომობილით მოიპოვა. „ალფამ“ ფ1-ში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ წარუმატებლად.

ამ სეზონშიც დაბრუნდა - აუტსაიდერ „ზაუბერს“ „ფერარის“ რებრენდირებულ აგრეგატებს აწვდის. ამ კობნინაციით, შარლ ლეკლერმა, რომელიც ფ1-ში პირველ სრულ სეზონს ატარებს, ერთხელ მეექვსე, ორჯერ კი მეშვიდე ადგილი დაიკავა, რაც ბრწყინვალე შედეგია;

18. „მინარდის“ ტრანსფორმაცია

მაინც რით არის ისფაქტი საყურადღებო, რომ მაჩანჩალა „მინარდი“ „რედ ბულმა“ გამოისყიდა და მის ბაზაზე, „ტორო როსო“ (იტალიურად ესეც წითელ ხარს ნიშნავს) ჩამოაყალიბა? ჯერ ერთი, ამ ტრანსფორმირებულ გუნდთან ერთად მოიგო თავისი პირველი რბოლა სებასტიან ფეტელმა, რომელიც მაშინვე „რედ ბულმა“ წაიყვანა და მასთან ერთად, ოთხი ტიტული მოიპოვა.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა: დიდი გუნდები სულ უფრო ხშირად მოითხოვენ, რომ მესამე პილოტის გამოყვანის უფლება მისცენ. ეს უფლება „რედ ბულს“ სწორედ „ტორო როსოს“ საშუალებით აქვს მიღებული. და როგორც ჩანს, „ზაუბერ-ალფა რომეოს“ და „ფერარის“ კომბინაციაც მსგავსია. გარდა იმისა, რომ დიდი გუნდები ასე ახალგაზრდა პილოტებს, ფ1-ში დებიუტის და შემდგომში თავის გამოჩენის საშუალებას აძლევენ, ტექნიკური სიახლეების დასანერგადაც იყენებენ. ახლახანს კი „რედ ბულმა“ „ტორო როსოს“ დახმარებით, ახალი ძრავიც (ჰონდა) იშოვნა და მასზე დიდ იმედებს ამყარებს...

19. ფერნანდო ალონსო და სამმაგი გვირგვინი

ინდი 500, ლე მანის 24 საათი და მონაკოს დიდი პრიზი - ეს ის სამი რბოლაა, რომლებსაც ავტოსპორტის სამმაგ გვირგვინსაც უწოდებენ ხოლმე. მხოლოდ ერთ პილოტს აქვს სამივე მოგებული. ესაა ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონი, ბრიტანელი გრემ ჰილი. თანამედროვე ეპოქაში, სამმაგი გვირგვინის მოპოვების სურვილი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ესპანელ ფერნანდო ალონსოს აქვს.

ინდი 500-ზე მისი პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა - სადებიუტო რბოლაშივე მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ „ჰონდას“ ძრავმა უმტყუნა. სამაგიეროდ, ლე მანის წლევანდელ რბოლაში (ასევე დებიუტი), „ტოიოტასთან“ ერთად გაიმარჯვა. ინდი 500-ის მოგებას მომავალ სეზონში გეგმავს.

20. ახალი ვარსკვლავები

მაქს ფერსტაპენი 21 წლისაა, მაგრამ უკვე შეძლო ფორმულა 1-ში დამკვიდრება და მას ხშირად მომავალ ჩემპიონადაც მოიხსენიებენ. კარგი პერსპექივა აქვთ შარლ ლეკლერს და პიერ გასლის. პირველმა „ზაუბერში“ ასპარეზობით მიიქცია ყურადღება და მომავალი სეზონიდან „ფერარიში“, ამ გუნდის ჯერჯერობით ბოლო ჩემპიონ კიმი რაიკონენს შეცვლის. მეორე კი „რედ ბულში“ მომავალი სეზონიდან ფერსტაპენის თანაგუნდელი იქნება. მომავალ სეზონში, ფ1-ში თავიანთ კარიერას ლანდო ნორისი და ჯორჯ რასელი დაიწყებენ, რომლებსაც ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებენ. დაკიდევ, დიდი პრიზების ცირკს მიუახლოვდა მიხაელ შუმახერის შვილი, მიკ შუმახერი რომელსაც მალე ალბათ ფ1-შიც ვიხილავთ...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.122707
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X