ფეხბურთი

19:40 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლები - TOP 20 (+VIDEO)
TOP 20

მომენტები, რომლებმაც შექნეს მსოფლიო სპორტის ისტორია.

უკანასკნელი 20 წლის გამორჩეული მოვლენების TOP 20-ის წარმდგენია adjarabet.com – გართობის 20 წლიანი გამოცდილება.

რამდენი ლამაზი გოლი გვინახავს ბოლო 20 წელიწადში. სათვალავიც აგვერევა, თუმცა არსებობს გოლები, რომელთა დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია. მოცემულ წერილში საუბარი იმ გოლებზე იქნება, რომელიც თან გამოირჩეოდა სილამაზით და თანაც მნიშვნელოვანი მატჩების ბედი შეცვალეს...

კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის მეოთხედფინალში ნამდვილი შედევრი შექმნა. ახლა უკვე მისი კლუბის, მაშინ კი მეტოქის, ტურინის „იუვენტუსის“ კარში პორტუგალიელის გოლზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებენ. გოლი იმდენად ეფექტური იყო, რომ თვით ტურინელმა ქომაგებმაც ტაში დაუკრეს ავტორს. ბევრი ამბობს, რომ სწორედ ამ აპლოდისმენტებით დაიბადა კრიშტიანუს „იუვენტუსში“ გადასვლის ამბავიც.

შეხვედრა კი „რეალმა“ 3:0 მოიგო და ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

გარეთ ბეილი

უელსელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოახერხა მაკრატელა დარტყმის მეტოქის კარში გადაგზავნა. ოღონდ, ფინალში! „ლივერპულთან“ მატჩის მე-60 წუტზე ბეილი თამაშში ჩაერთო, ხოლო ზუსტად ორ წუთში ულამაზესი და დაუვიწყარი დარტყმით თავისი გუნდის გამარჯვებას სათავე დაუდო. დააწინაურა რა, "რეალი" - 2:1.

საბოლოოდ, მატჩი მადრიდელებმა 3:1 მოიგეს და ზედიზედ მესამედ გამარჯვეს ჩემპიონთა ლიგაზე.

ზინედინ ზიდანი

ზინედინ ზიდანის შედევრი დავიწყებას არ მიეცემა. 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ლევერკუზენისა“ და „რეალის“ მატჩში რაულსა და ლუსიოს უკვე გაცვლილი ჰქონდათ გოლები.

45-ე წუთზე რობერტო კარლოსის გადაცემას ზიდანის ფანტასტიკური მოძრაობა და ულამაზესი გოლი მოჰყვა გერმანელთა კარში. ამ გოლით „სამეფო კლუბმა“ მეცხრედ მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის სახელი.

ლიონელ მესი

„ელ კლასიკო“ განსაკუთრებული თამაშია, მაგრამ თუ ის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ეგიდით იმართება, მაშინ ყველაფერი ორმაგდება. 2011 წლის გაზაფხულზე, მადრიდული და კატალონური გუნდების გზა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადაიკვეთა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მატჩის ბედი ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, რომლის დუბლით კატალონელებმა 2:0 მოიგეს. არგენტინელის ერთ-ერთი გოლი კი ნამდვილი შედევრი გამოდგა. კარიდან 40 მეტრში მიიღო ბურთი და დრიბლინგით მეტოქის კარამდე შეუჩერებლად იარა.

დენის ბერგკამპი

1998 წლის 4 ივლისს, „სტად ველოდრომზე“ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალსტი ირკვეოდა. არგენტინისა და ჰოლანდიის ნაკრებთა დაპირისპირებაში ყველაფერი დამატებით დროს მოასწავებდა.

90-ე წუთზე ფრანკ დე ბურის უნიკალური გადაცემა დენის ბერგკამპმა შესაშურად დაამუშავა, რობერტო აიალას ადვილად გაუსწორდა და არაამქვეყნიური გოლით ჰოლანდია ნახევარფინალში გაიყვანა.

უეინ რუნი

2011 წლის 12 თებერვალს, „ოლდ ტრაფორდზე“ გამართული მანჩესტერული დერბის ბედი უეინ რუნის შედევრმა გადაწყვიტა. პრემიერლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ნანის გოლი დავიდ სილვამ გაქვითა და 78-ე წუთამდე საყაიმო ანგარიში ფიქსირდებოდა.

თუმცა, თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე რუნიმ „წითელ ეშმაკებს“ დაუძინებელ მტერთან გამარჯვება ფანტასტიკური გოლით მოუტანა.

რონალდინიო

2004-2005 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ჩელსის“ 2:1 მოუგო. საპასუხო შეხვედრაში ლონდონელები მე-19 წუთისთვის 3:0 იგებდნენ. მაგრამ, შემდეგ საქმეში რონალდინო ჩაერთო. ბრაზილიელის მეორე გოლი მასპინძელთა კარში, რომელიც 38-ე წუთზე გაიტანა, დაუვიწყარია - რონალდინიო ბურთთან ერთად აცეკვდა.

საბოლოოდ, „ბარსელონას“ ამ შეხვედრიდან სასიამოვნოდ მხოლოდ ეს გოლი თუ გაახსენდება, რადგან ინგლისელებმა 4:2 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

რივალდო

რივალდოს კარიერაში 2001 წლის 17 ივნისი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა. ლა ლიგის 2000-2001 წლების სეზონის ბოლო ტურში „კამპ ნოუზე“ „ბარსელონა“ და „ვალენსია“ ხვდებოდნენ.

შეხვედრას დიდი დატვირთვა ჰქონდა: „ბარსა“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში, ხოლო „ვალენსია“ ფრის შემთხვევაში მიიღებდა. რივალდოს დუბლს რუბენ ბარახამ დუბლით უპასუხა და 87-ე წუთამდე მიზანს „ღამურები“ აღწევდნენ. თუმცა, 87-ე წუთზე, რივალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

მაგრამ, გოლსაც ხომ გააჩნია?! ბრაზილიელმა საჯარიმოს მისადგომებიდან მაკრატელა დარტყმით დალაშქრა ვალენსიელთა კარი. საბოლოოდ, „ბარსელონა“ მეოთხე ადგილზე გავიდა, „ვალენსია“ - მეხუთეზე.

რობინ ვან პერსი

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში სენსაცია მოხდა. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ჰოლანდიასთან 1:5 განადგურდა. თუმცა, „ფურია როხა“ პირველი ტაიმის ბოლო წუთამდე იგებდა.

45-ე წუთზე კი ანგარიში რობინ ვან პერსის ულამაზესი და ორიგინალური გოლით აღდგა. რობინმა ნახტომში თავით იკერ კასილიასი უშანსოდ დატოვა და დაუვიწყარი შედევრის ავტორი შეიქნა. მეორე ნახევარში მას მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს, 5:1 და გაანადგურეს მეტოქე.

მარიო მანჯუკიჩი

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ მისი გოლი „იუვენტუსს“ არაფერში წაადგა, მაინც დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო. 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვე“ „რეალთან“ 0:1 მარცხდებოდა, როდესაც ხორვატმა აკრობატულ ნახტომში საოცარი გოლი შეაგდო.

აქ, გარდა მანჯუკიჩის მოქმედებისა, აღსანიშნავი კომბინაციაც იყო, რადგან კომბინაციაც მეტად ლამაზი გამოდგა და ბურთი მიწას 3 გადაცემისა და დარტყმის მომენტში არ შეხებია. თამაში „რეალმა“ მეორე ტაიმში გატანილი გოლებით 4:1 მოიგო.

კაკა

2006-2007 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მილანმა“ ორი მატჩის ჯამში „მანჩესტერი“ 5:3 დაამარცხა. 5-დან 3 გოლი რიკარდო კაკას ანგარიშზე იყო.

ბრაზილიელმა განსაკუთრებით მაგარი გოლი „ოლდ ტრაფორდზე“ მიითვალა. ალბათ არასდროს მიეცემა დავიწყებას კადრი, როდესაც პატრის ევრა და გაბრიელ ჰაინცე კაკასგან გაბითურებულნი ერთმანეთს ეჯახებიან.

არიენ რობენი

2009-2010 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი. „მანჩესტერი“ 73-წე წუთისთვის „ბაიერნს“ 3:1 ამარცხებს და თუ ანგარიშს შეინარჩუნებს, ნახევარფინალში გავა.

თუმცა, საქმეში არიენ რობენი ჩაერთო, რომელმაც ფრანკ რიბერის კუთხურის შემდეგ ერთი შეხებით თანამემამულე ედვინ ვან დერ საარს უბრალოდ არანაირი შანსი არ დაუტოვა. რობენის ულამაზესმა გოლმა კი „რეკორდმაისტერი“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

რაული

2000 წლის 19 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 3:2 დაამარცხა. სწორედ ამ დღეს შეიქმნა ფერნანდო რედონდოს დაუვიწყარი ფინტი.

არგენტინელმა ჰენინგ ბერგი უსაქმოდ დატოვა, დიდებული პასიც გააკეთა და რაულს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ეს გოლიც ამ სიაში სწორედ რედონდოს გადასარევი თამაშის გამო მოხვდა.

ანდრეს ინიესტა

2008-2009 წლების სეზონში „ჩელსი“ „ბარსელონას“ ორი მატჩის ჯამში ამარცხებდა (1:0) და ჩემპიონთა ლიგის ფინალთან წამები აშორებდა.

წამები და ანდრეს ინიესტა. ესპანელმა თამაშის ბოლო მონაკვეთში ლიონელ მესის პასის მერე ბურთი ერთი შეხებით ლონდონელთა კარის ცხრიანში გაჭედა და „ბარსამ“ ფინალში გაიყვანა.

ალესანდრო დელ პიერო

ალესანდრო დელ პიეროსთვის მადრიდის „რეალის“ კარში გატანილი გოლები უცხო სულაც არაა. თუმცა, 2008 წლის ოქტომბერში, საოცრად მოხდენილი გოლი გაუტანა. „იუვენტუსმა“ 2:1 დაამარცხა მრისხანე მეტოქე, ხოლო მე-5 წუთზე ანგარიში დელ პიერომ გახსნა.

ალესანდრო კლაუდიო მარკიზიოსა და ამაურის კარგი კომბინაციის შემდეგ 30 მეტრიდან ერთი შეხებით იკერ კასილიასს უშანსოდ ტოვებს.

დევიდ ბექჰემი

2001 წლის 6 ოქტომბერს, დევიდ ბექჰემმა ინგლისის ნაკრებს 2002 წლის მუნდიალის საგზური პირადად გაუფორმა. ინგლისი „ოლდ ტრაფორდზე“ საბერძნეთთან მარცხდებოდა.

მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე კი დევიდმა 30 მეტრიდან ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, სწორედ ამ ქულამ მოუტანა ინგლისს მუნდიალის საგზური. საბოლოოდ ჯგუფური ეტაპი ინგლისმა და გერმანიამ თანაბარი ქულებით დაასრულეს, ხოლო პირველი ადგილი ალბიონელებს ერგოთ, ალემანებს კი პლეი-ოფში მოუწიათ კორეა-იაპონიის საგზურისთვის ბრძოლა.

მაიკლ ოუენი

1998 წლის მუნდიალის მერვედფინალში დავუწყარი თრილერი შედგა. ინგლისმა და არგენტინმა ფეხბურთის გურმანთ დაუვიწყარი წუთები აჩუქეს და საბოლოოდ, სამხრეთ ამერიკელებმა პენალტების სერიაში მოიგეს.

თუმცა, იქამდე, 20 წლის ინგლისელმა მაიკლ ოუენმა დაუვიწყარი გოლი გაიტანა. ლივერპულელმა ოქროს ბიჭუნამ სოლო რეიდით არგენტინელი მცველები დაიბრიყვა და მეტოქის კარში ფანტასტიკური გოლი შეაგდო.

ანდრეი შევჩენკო

2001-2002 წლების სეზონში „მილანმა“ და „იუვენტუსმა“ „სან სიროზე“ ქულები გაიყვეს (1:1). მასპინძლები კი 23-ე წუთზე ანდრეი შევჩენკომ დააწინაურა.

თუმცა, ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი გოლი, რომელზეც გვერდის ავლა შეიძლება. უკრაინელი ფორვარდი რამდენიმე მცველს გაექცა და მიუხედავად იმისა, რომ მახვილი კუთხე იყო და გოლიც წარმოუდგენელი ჩანდა, მაინც გაიტანა. ბურთი ჯანლუიჯი ბუფონის ზურგს უკან, ბადეში ჩაეშვა.

ტიერი ანრი

„არსენალისა“ და „მანჩესტერის“ დუელი ყოველთვის განსაკუთრებულია. განსაკუთრებით ასე იყო 21-ე საუკუნის დასაწყისში. 2000 წლის 1 ოქტომბერს, „ჰაიბერიზე“ არსენ ვენგერის გუნდმა ალექს ფერგიუსონის „წითელი ეშმაკები“ 1:0 დაამარცხეს.

ერთადერთი გოლი შედევრალური გამოდგა. ტიერი ანრიმ საჯარიმოს მისადგომებიდან მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და თანამემამულე ფაბიენ ბარტეზს ზღაპრული გოლი გაუტანა.

ხამეს როდრიგესი

2014 წლის მუნდიალის მერვედფინალში სამხრეთ ამერიკული დერბი შედგა. ურუგვაიმ კოლუმბიასთან წააგო, რაშიც დიდი წვლილი ხამეს როდრიგესს მიუძღოდა.

საერთოდ, ხამესმა 2014 წლის მუნდიალი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გარდა იმისა, რომ საუკეთესო ბომბარდირი გახდა, წლის საუკეთესო გოლიც ამავე ტურნირზე გაიტანა. სწორედ ურუგვაის ნაკრების კარში.

თეგებიტოპ 20 გოლი
0.115928