ფეხბურთი

23:47 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიის ტურნირის გამარჯვებულია!

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ანატოლი პონომარიოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ამხანაგურ მატჩში მასპინძელ ლატვიის ნაკრებს დამაჯერებელი ანგარიშით 5:2 სძლია.

შეხვედრის გამორჩეული ფეხბურთელი რონინიო გახდა, რომელმაც ჰეთრიკი შეარსულა.

შეგახსენებთ,რომ ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მოლდოვის ეროვნულ გუნდს 6:2 მოუგო. საქართველოს ნაკრები 4-5 დეკემბერს უნგრეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

აღნიშნული მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი). მცველები: შოთა თოფურია ( თელასი), გიორგი ქურდაძე (ტატიშვილი), შოთა ჭანუყვაძე (თელასი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა, მალტა), თალესი (ეკონომაცი, სერბეთი). თავდამსხმელები: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), სიმი საიოტი (კპრს, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ტატიშვილი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო (პროდექსიმი, უკრაინა), ფუმასა (პროდექსიმი, უკრაინა). www.sbm.ge

0.11286